ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ხელისუფლება და საზოგადოება - 2019" გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:12 | 31.10.2019 ნანახია: 990
„ხელისუფლება და საზოგადოება - 2019" - ამ სახელწოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „ღია დიპლომატიის ასოციაციის" სამეცნიერო ჟურნალის - „ხელისუფლება და საზოგადოება" ინიციატივით გაიმართა.
კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„წელს, საერთაშორისო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება" მეცამეტედ ტარდება. კონფერენციას ესწრებიან გერმანიიდან და უკრაინიდან მოწვეული მკვლევრები. კონფერენცია ყოველწლიურად თავს უყრის ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს, ასევე, ბაკალავრიატის სტუდენტებსა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციიის წევრებს. მოხარული ვართ, რომ წლევანდელ კონფერენციაში გერმანიიდან ჩამოსული ოთხი ცნობილი მეცნიერი მონაწილეობს", - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა კონფერენციიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტებს შორის მეგობრობისა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ორმხრივი კავშირები დადებით შედეგს მოგვცემს. ხელისუფლება არსებობს საზოგადოებისთვის, საზოგადოება ვალდებულია ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა ხელისუფლება განვითარდეს. ჩვენ, როგორც უნივერსიტეტი, საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ვართ. ამდენად, უნივერსიტეტის ინტელექტუალურმა პოტენციალმა ხელისუფლებას უნდა მისცეს განვითარების საშუალება", - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა შოთა დოღონაძემ სტუმრებს კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები გააცნო.
„კონფერენციის ფარგლებში ვორქ-შოფები ჩატარდა. გარდა ამისა, შედგა სექციური შეკრებები ოთხი მიმართულებით. საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის სექციებში განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რაც ძირითადად, მოიცავს ეკონომიკას, განათლებას, პოლიტიკასა და ადამიანის ჯანმრთელობას. ორი მოხსენება ეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურია. კონფერენციის მასალების გაცნობისას გამოიკვეთა, რომ ვროკავშირის ქვეყნებში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე არაერთი დოკუმენტია მიღებული, საქართველოში კი ორი და ისიც არასრული კანონი გვაქვს ამ კუთხით. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ჯერ საკანონმდებლო დონეზე, შემდეგ - პრაქტიკაში. საკონფერენციო მასალებს, როგორც წესი, ვაქვეყნებთ ყოველკვარტალურ ჟურნალში „ხელისუფლება და საზოგადოება". ასევე, მასალები ვრცელდება ინტერნეტით - „ღია დიპლომატიის ასოციაციის" ოფიციალურ ვებგვერდზე. გარდა ამისა, ჩვენს მოსაზრებებს შესაბამის უწყებებსაც ვუგზავნით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას", - განაცხადა შოთა დოღონაძემ.
კონფერენციის მონაწილეებს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის მეგობრულ და სამეცნიერო ურთიერთობებზე ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შტეფან ჰუტერი ესაუბრა.
„ჩვენს უნივერსიტეტს 150-წლიანი ისტორია აქვს და მიგვაჩინია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ღირსეული პარტნიორია. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის აქტიურად ხორციელდება გაცვლითი პროგრამები. ეს პროცესი ეხება, როგორც სტუდენტებს, ასევე, აკადემიურ წრეებს. მნიშვნელოვანია, რომ გაიცემა ორმაგი დიპლომები. მოხარული ვარ შეხვედრით და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებით", - განაცხადა პროფესორმა შტეფან ჰუტერმა.
მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ: ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკური უნივერსიტეტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შტეფან ჰუტერი და ამავე ფაკულტეტის პროფესორი ვილჰემ ჰაუზერი; მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი შტეფან ლანგი და დოქტორი გოტლანდ შტაინერი; უკრაინის სამოქალაქო დაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მენეჯმენტის კათედრის დოქტორი, სახელმწიფო მართვის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ელენა პოსტუპნაია, დოქტორანტი სერგეი ვავრენიუკი და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, სახელმწიფო მართვის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსეი სტეპანენკო.
კონფერენციის დასასრულ, ლექცია გაიმართა, რომელზეც სექციის ხელმძღვანელებმა ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















