ლიტერატურული პრემია „საბას" 2019 წლის ფინალისტები ცნობილია
საქართველო, თბილისი - 10:56 | 16.10.2019 ნანახია: 1547
ლიტერატურული პრემია „საბას" წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში.
წლის საუკეთესო რომანი
1. აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში" (გამომცემლობა „ინტელექტი")
3. ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება" (გამომცემლობა „ინტელექტი")
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები" (გამომცემლობა „ინტელექტი")
2. ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა" (გამომცემლობა „ინტელექტი")
3. ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება - ადამიანები და სხვები" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა" (გამომცემლობა „ინტელექტი")
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
1. ბექა ახალაია, „მტრედების იონა" (გამომცემლობა „ინტელექტი")
2. ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
3. ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი" (გამომცემლობა „მერიდიანი")
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
1. ირაკლი მახარაძე, „კანვოი - რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები" (გამომცემლობა „ინდიგო")
3. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები" (გამომცემლობა „ინტელექტი")
4. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes" (წიგნები ბათუმში)
5. ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები" (საქართველოს კულტურის პალატა)
6. სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა" („გაზეთი ბათუმელები")
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
1. ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
4. დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია" (გამომცემლობა „ინტელექტი")
5. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25" (გამომცემლობა „ინტელექტი")
წლის საუკეთესო პიესა
1. მიხო მოსულიშვილი, „ობობა" (saba.com.ge)
2. ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები" (გამომცემლობა „ინტელექტი")
3. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები" (წიგნები ბათუმში)
2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური სულ 8 ნომინაციაში ავლენს:
1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
8. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
"უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის" ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. წელს „საბა" არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა", ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა" თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს „საბას" საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















