„ბითლზის“ ჯალათები აშშ-მა სირიიდან სხვა ტერიტორიაზე გადაიყვანა
საქართველო, თბილისი - 10:35 | 10.10.2019 ნანახია: 1129
ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში გადაიყვანეს „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი ჯალათთა ჯფუფიდან, რომლებიც „ბითლზის“ სახელით არის ცნობილი. ისინი სირიის ტერიტორიაზე არსებულ ციხეებში იმყოფებოდნენ, სადაც თურქეთმა გუშინ ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას Washington post-ი ავრცელებს.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
„იმ შემთხვევაში, თუ ქურთები ან თუქრეთი დაკარგავს კონრტოლს, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი, რომლებიც სირიში ადამიანებს თავებს კვეთდნენ, და რომლებიც ცნობილნი არიან როგორც „ბითლზის“ ჯგუფის წევრები, ამ ქვეყნიდან აშშ-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ. ისინი უარესნი არიან უარესთა შორის!“- წერს ტრამპი მიკორბლოგ Twitter-ში.
ამერიკელებმა მკაცრი დაცის ქვეშ სულ 40 ადამიანი აიყვანეს, სავარაუდოდ, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ. მათ შორის ორ ბრიტანელს - ალექსანდ კოტეს და ელ შაფი ელშეიხს, რომლებსაც ინგლისური აქცენტის გამო „ბითლზები“უწოდეს, მძევლების სიკვიდლით დასჯაში ადანაშაულებენ. ისინი მძევლებს, აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, თავებს კვეთდნენ, დასჯის პროცესს კი ვიდეოზე იღებდნენ და ავრცელებდნენ.
ტერორისტები მოთავსებულნი იყვნენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მცირე ზომის საპყრობილეებში, რომელსაც ქურთები მართავდნენ, თუმცა ახლა, ქურთებს თავიანთი გუშაგები ამ ობიექტებიდან გაყავთ, რათა თურქეთის არმიას წინააღმდეგობა გაუწიონ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომელიც მიმართულია ქურთთა მუშათა პარტიისა და “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთის არმიამ გუშინვე მიიტანა იერიში ჰასექის პროვინციის ქალაქ რას ელ-აინსა და თურქეთის მოსაზღვრე ქალაქ თელ-აბიადზე.
ასევე დაიწყო ოპერაციის სახმელეთო ნაწილიც. „მშვიდობის წყაროს“ დაწყებიდან თურქეთმა ქურთთა 181 ობიექტი დაბომბა.
ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ცალმხრივი სამხედრო აქცია. სამხედრო ოპერაციას გმობს გაერო და არაბული ქვეყნებიც. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციას და მას „ცუდი იდეა“ უწოდა.
პოლიტიკა
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
- დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს - ირაკლი კირცხალია შალვა კერესელიძეს
- გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენს მხარდამჭერებსაც კი ხინჯად აქვთ გულში გაჩხერილი - ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს
საზოგადოება
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
სამართალი
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
- ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, ერთ-ერთი პოლიციელს მანქანით განზრახ დაეჯახა
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















