UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება
საქართველო, თბილისი - 13:22 | 08.10.2019 ნანახია: 1019
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.
კახა კალაძის განცხადებით, იუნესკოს ინიციატივით, ყოველწლიურად მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი ხდება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.
"აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირველივე ცდაზე მოვიპოვეთ წიგნის დედაქალაქის სტატუსი, რასაც ბევრი ქალაქი მრავალი მცდელობის მიუხედავად ჯერ კიდევ ვერ ახერხებს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და ზუსტად 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი არის ქალაქის, როგორც მთავარი კულტურული ცენტრის აღიარება. წინა წლების სტატისტიკის თანახმად, წიგნის მსოფლიო დედაქალაქს 500 000-დან 1 000 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღონისძიების თბილისში ჩატარება ტურისტების მოზიდვის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს ნიშნავს ძალიან ბევრ ლიტერატურულ ღონისძიებას, ეს ნიშნავს ქალაქის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, ეს ნიშნავს ათასობით ტურისტს (ცნობისთვის, ამსტერდამში აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში 2 მილიონი ტურისტის შემოსვლა დაფიქსირდა); ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მწერლებისა და პოეტებისთვის, მეორე მხრივ კი ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი ჩამოვა და შესაძლებელი იქნება, საქართველოს და თბილისის სახელი გავიტანოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. სააპლიკაციო პროცესი რთული და კომპლექსურია. აპლიკაცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს, როგორც ქალაქის სრულ ისტორიულ და თანამედროვე სურათს, ასევე, ორი წლის მანძილზე ზედმიწევნით გაწერილ გეგმას - თუ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რა მნიშვნელობა ექნება პროექტს ქალაქის განვითარებაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ წარდგენილი აპლიკაცია გადაწყვეტილების მიმღებთათვის საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მასში ჩანს როგორც პროექტის თანამედროვე კონცეფცია, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ჰარმონიული თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების თანამედროვე გზები, ასევე, პროექტებში ეთნიკური უმცირესობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მაქსიმალური ინტეგრაცია.
თბილისის მერმა კახა კალაძემ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ აღნიშნულ ღონისძიებას, 2012 წელს, დედაქალაქი მომზადებული შეხვდება.
"მე პირობას გაძლევთ, რომ 2021 წელს, დედაქალაქი მომზადებული შეხვდება ამ ღონისძიებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას და ადამიანს, ვინც ჩვენს დედაქალაქის საკუთარი მცდელობით და მუშაობით ასეთი წარმატება მოუტანა. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას, ეროვნულ ბიბლიოთეკას, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფართომასშტაბიანი პროექტი 2002 წელს დაიწყო, ხოლო პირველი დედაქალაქი ალექსანდრია გახდა. ამჟამად, წიგნის დედაქალაქი შარჟაა, რომელმაც სტატუსის მოპოვება მერვე ცდაზე მოახერხა. მეხუთე ცდაზე გაუმართლა მალაიზიის დედაქალაქს. კუალა ლუმპური შარჟასგან წიგნის დედაქალაქის ტიტულს 2020 წელს გადაიბარებს. რაც შეეხება თბილისს, ის ამ სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან გადაიბარებს და ერთი წლის მანძილზე აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს. გახსნით და ძირითად ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ UNESCO-ს წარმომადგენლები და საკონსულტაციო კომიტეტის წევრები.
პოლიტიკა
- დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე
- უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















