პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ირმა ნადირაშვილმა პროკურატურას მიმართა
საქართველო, თბილისი - 16:22 | 19.09.2019 ნანახია: 1183
საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით მიმართა.
გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტზე საუბრობს. დეპუტატი წერილში განმარტავს, რომ სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანამად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
“ევროპული საქართველოს“ წევრი გენერალური პროკურატურისგან უმოკლეს ვადებში საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
“მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე (ძებნილი).
საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი.
აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342).
გუშინ, 19 სექტემბერს, საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და მოგიწოდეთ, დაუყოვნებლივ დაგეწყოთ გამოძიება. გუშინვე სხვადასხვა მასმედიის საშუალებით გავრცელდა მოკლული გიორგი ქოიავას მამის, თამაზ ქოიავას განცხადება, რომლის თანახმადაც, მისი შვილის მკვლელის, ზურაბ ნადირაძის ინტერესებს იცავდა სწორედ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია. აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს ჩემი წყაროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. კიდევ ერთხელ, ოფიციალურად მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება, გონივრულ ვადებში ჩაატაროთ შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინოთ კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე“, - ნათქვამია წერილში.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















