ვანილის ნაყინი დესერტად მსუყე წინადადებების შემდეგ - რა შესთავაზა კიდევ პუტინმა ერდოღანს
საქართველო, თბილისი - 12:26 | 28.08.2019 ნანახია: 1151
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ჟუკოვსკში რუსეთის ავიასალონს ეწვია, სადაც მას არაერთი წინადადება შესთავაზეს, მათ შორის ფრიად ძვირადღირებულიც.
ავიასალონში ექსკურსიის დროს ერდოღანმა დიდი ინტერესი გამოხატა მეხუთე თაობის რუსულ უახლეს მოიერიშე თვითმფრინავ სუ-57-ის შეძენაზე.
მოგვიანებით პრეს-კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის თურქ მფრინავებს მოერიშე სუ-30-ს მართვა შეასწავლონ.
რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის „როსკოსმოსის“ დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა ერდოღანს შესთავაზა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თურქი ასტრონავტის გაგზავნის ორგანიზება.
თურქეთის ლიდერი დაეთანხმა და განაცხადა რომ მზად არის შეუერთდეს ამ სამუშაოს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 1 სექტემბრიდან დაიწყება თურქი სამხედროების სწავლება სარაკეტო-საზენიტო კომპლექსების С-400-ის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც მომავლი წლის 2 იანვრამდე გაგრძელდება.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსული გაზი მილსადენ „თურქეთის ნაკადის“ გავლით თურქეთს მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიეწოდება.
ავიასალონში გასეირნების დროს, პუტინი თურქ კოლეგას ნაყინით გაუმასპინძლდა. ერდოღანმა ვოლოგოდის ვანილის ნაყინი შეარჩია, პუტინმა კი შოკოლადისა და ნაღების ჭიქის ნაყინი ამჯობინა.
„ჩემსასაც გადაიხდი? - ჰკითხა ერდოღანმა. „გადავიხდი, შენ ხომ სტუმარი ხარ!“,- უპასუხა პუტინმა.
გამყიდველმა საერთო თანხა - 210 რუბლი დაასახელა. პუტინმა მას 5-ათასიანი კუპიურა მიაწოდა.
„ხურდა მინისტრს მიეცით, - თქვა პუტინმა და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრზე დენის მანტუროვზე მიუთითა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















