დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა - პროკურატურა
საქართველო, თბილისი - 19:00 | 23.08.2019 ნანახია: 1309
საქართველოს გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"2019 წლის 11 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის - ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდა ინსპექტირების ჩატარებასთან, მათ შორის ისინიც, ვისი გამოკითხვის საჭიროებაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ინსპექტირების სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჩაატარეს სკოლის შემოწმება, სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ მიიღეს და დაარეგისტრირეს ის საჩივარი, რომლის საფუძველზე დაიწყო სკოლის ინსპექტირება. ასევე გამოიკითხა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
ზემოაღნიშნულის გარდა, განმცხადებლის დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე და ამავე სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.
საგამოძიებო უწყებამ ქ. ზუგდიდში მიავლინა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც ადგილზე ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოიკითხნენ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი - ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ ფლობდა ინფორმაციას სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე. გარდა ამისა, გამოიკითხა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი თანამშრომელი. გამოიკითხნენ ასევე თავად განმცხადებელი ბაჩანა შენგელია და მისი ნათესავები.
საგამოძიებო უწყებამ სრულყოფილად გამოითხოვა და შეისწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, ქ. ქუთაისის და ქ. ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებიდან (ია კერზაიას მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია). აღსანიშნავია, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართვის საფუძველზე მას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ამასთან, გამოძიების მსვლელობისას მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
გენერალურმა პროკურატურამ გადაამოწმა ყველა ის გარემოება, რომელიც შეეხებოდა საჩივარ/განცხადების მიღების, რეგისტრაციის, ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების კანონიერებას და რომლის შესწავლის აუცილებლობაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი.
შედეგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამასთან, ასევე არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძველზე საქმეზე შეწყდა გამოძიება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















