Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენებს ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებითაც შეასრულებს
საქართველო, თბილისი - 12:53 | 23.08.2019 ნანახია: 1482
Wizz Air-ი ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს.
Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის, მეოთხე და მეხუთე ბაზირებული თვითმფრინავის განთავსებისა და 12 ახალი მიმართულების დაანონსებიდან ორი თვის შემდეგ, Wizz Air განაგრძობს მასშტაბურ გაფართოებას საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის ივლისში ქუთაისიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას გთავაზობთ.
შუასაუკუნეების დახვეწილობა და ელეგანტურობა ბოლონიას მართლაც განსაკუთრებულ ქალაქად ხდის. ორი განსხვავებული ნაწილით, ერთ მხარეს შრომისმოყვარე, მაღალტექნოლოგიური ქალაქია, სადაც ოპერის ბრწყინვალე თეატრებიდან ქვეყნის საუკეთესო რესტორნებში გადადის ხალხი, მეორე კი არის პოლიტიკურად დატვირთული ქალაქი, სადაც მდებარეობს მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი და განთქმულია გრაფიტისგან შემკული მოედნებით.
კიოლნი (Köln) გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია, რომელიც უამრავ გასართობს და ღირსშესანიშნაობას გთავაზობთ, რომელთაგან გამორჩეული კიოლნის ცნობილი კათედრალია, განთქმული თავისი სიდიადითა და მისტიურობით, რომლის მშენებლობა მე-13 საუკუნეში დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. ქალაქის მუზეუმები ნამდვილად საოცნებოა ყველა ხელოვნების მოყვარულისთვის, თუმცა აქ არც შოკოლადის, სპორტისა და ისტორიის ფანები დარჩებიან იმედგაცრუებული. კიოლნის მოსახლეობა ცნობილია ლიბერალიზმით, ცხოვრების სიყვარულითა და მეგობრული განწყობით სტუმრებისადმი, აქ ძალიან მარტივია გაერთო უცნობ ადამიანებთან ერთად და კარგი დრო გაატარო Altstadt- ის ლუდის დარბაზებში ან კარნავალის დროს.
Wizz Air უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებას 2019 წლის 12 დეკემბრიდან იწყებს, ხოლო ქუთაისი-მილანის მიმართულებით სიხშირის კვირაში 4-მდე ზრდას კი 2019 წლის ნოემბრიდან.
ორ ახალ მიმართულებასთან ერთად უკვე WIZZ ქუთაისიდან 19 ქვეყანაში 41 მიმართულებას გთავაზობთ.
საქართველოსა და ევროპის წამყვანი ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ქუთაისსა და ევროპის სხვა ქალაქებს შორის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. დღეს 2 ახალი მიმართულების დაანონსება დამატებით 94 ათას, საერთო ჯამში კი 1,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისცემს მოგზაურობის საშუალებას. ქვეყნის მასშტაბით Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ოპერირება მომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას, საავიაციო და ტურიზმის სექტორში დასაქმების ზრდას და დამატებით 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას 2020 წელს.

"სიამაყით მინდა გაცნობოთ ორი ახალი მიმართულების, კიოლნისა და ბოლონიის დამატება და ქუთაისი-მილანის ფრენების სიხშირის ზრდა. როგორც საქართველოს ნომერ პირველი ავიაკომპანია, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნიცაში უკვე გამოცხადებული მარშრუტი 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. Wizz Air აგრძელებს სტაბილურ ზრდას და გარდა იმისა, რომ მოგზაურებისთვის დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობების ქმნის, ხელს უწყობს ადგილობრივი სამუშაო ადგილების შექმნას როგორც საავიაციო, ისე მასთან ასოცირებულ ინდუსტრიებში. ქუთაისში ჩვენი მუდმივი ზრდა კიდევ უფრო უძლიერებს Wizz Air-ის ვალდებულებას საქართველოს, ქალაქისა და ქუთაისის აეროპორტის მიმართ, ასევე ატიმულირებს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორებს საქართველოში. ჩვენ ახლა უკვე გთავაზობთ 41 მიმართულებას 19 ქვეყნის მიმართულებით და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ავიაფლოტს", აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















