რუსთავი 2-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ
საქართველო, თბილისი - 15:04 | 02.08.2019 ნანახია: 1396
რუსთავი 2-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ. ტელევიზიის სათაო ოფისის ერთ -ერთ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. საუბარია ოფისის იმ ნაწილზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული. გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათაო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პროკურორ ლაშა აბულაძის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეს.
„მიმდინარებოს გამოძიება, რომელიც ეხება კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები სამსახურებრვი მდგომარეობის მითვისებით. ასევე მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგების გზით კომპანიის ქონების გადამალვის ფაქტებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩვენს მიერ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღებული იქნა სასამართლოს განჩინება. რომელიც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში იჯარით გაცემული ფართის, კერძოდ, კი ინტერმედია პლუსზე იჯარით გაცემული ფართის ოთახში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ეს მოქმედება ტარდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც გუშინ ჩატარდა სხვა მისამართზე. ამჟამად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. თუმცა მინდა დავაზუსტო რომ ეს მოქმედება, ჩვენს მიერ დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოძიება ეხება მხოლოდ შპს ინტერმედია პლუსს,“-განაცხადა ლაშა აბულაძემ.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















