გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე პრეზენტაცია წარადგინა
საქართველო, თბილისი - 13:41 | 31.07.2019 ნანახია: 1305
გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის კვლევის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინის და სპირტიანი სასმელების სექტორში არსებული ვითარება და ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების განვითარების პოტენციალი. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სექტორის ძირითად ფინანსურ ინდიკატორებზე, საექსპორტო ბაზრებსა და მათზე დამოკიდებულებაზე, სექტორის ძირითად გამოწვევებსა და განვითარების პოტენციალზე. ასევე, გაანალიზებულია ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების პოზიციონირება ტოპ საექსპორტო ბაზრებზე და რუსეთზე დამოკიდებულების განმსაზღვრელი ფაქტორები.
კვლევის მიხედვით, 2019 წელს მოსალოდნელია სექტორის დაახლოებით 10%-იანი წლიური ზრდა. ეს მოლოდინები 2018 წელს ყურძნის რეკორდული მოსავლიდან და ექსპორტის ზრდის ტენდენციებიდან გამომდინარეობს. კვლევაში საუბარია, რომ 2013-2018 წლებში ღვინის ექსპორტი არატრადიციულ ბაზრებზე გასამმაგდა, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა ამ ბაზრებზე ქართული ღვინის დაბალი ცნობადობის პირობებში. იმის გათვალისწინებით, რომ აზიაში ღვინის მოხმარება საკმაოდ მზარდია, ამ ბაზრების მიმართულებით შესაძლებელია ქართული ღვინის ექსპორტის 120 მლნ აშშ დოლარამდე ზრდა მომდევნო 5 წელიწადში, რაც გადააჭარბებს რუსეთიდან მიღებულ ამჟამინდელ შემოსავლებს. ამის მისაღწევად საჭიროა ბრენდის პოპულარიზაციასა და სადისტრიბუციო ქსელების გაფართოებაზე კონცენტრირება. სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირებულია შემდეგი გამოწვევები: თანამშრომლობის პლატფორმის/კლასტერების არარსებობა, ერთიანი სტრატეგიის არქონა საექსპორტო ბაზრებთან მიმართებაში და სუსტი კორპორატიული მმართველობა. სექტორის კონსოლიდაციისა და მასშტაბის ეკონომიის შემაფერხებელ ფაქტორებად კვლევაში სახელდება დაბალტექნოლოგიური საწარმოო მეთოდების გამოყენება, ყურძნის წარმოების მაღალი თვითღირებულება, დაბალი მოსავლიანობა, ფასის და ხარისხის არათანმიმდევრულობა და ფრაგმენტული საწარმოო პროცესები.
„ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია. 2013-18 წლებში სექტორის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 870 მილიონი ლარი შეადგინა. ღვინო საქართველოს მე-4, ხოლო ბრენდი მე-8 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. 2018 წელს საქართველომ ღვინისა და ბრენდის ექსპორტიდან 305 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენი გათვლებით, 2019 წელი სექტორისთვის სავარაუდოდ კიდევ ერთი კარგი წელი იქნება და შემოსავლები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება“,-განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს ღვინის ბრენდინგთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა სარეკლამო სფეროს წარმომადგენელი, გიორგი პოპიაშვილი. შეხვედრაზე იმ მეღვინეებმა, რომლებმაც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში - „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა, სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















