მღვდელმა ბნელი სულები განდევნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან | ვიდეო
საქართველო, თბილისი - 14:13 | 19.07.2019 ნანახია: 1379
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იეზუიტმა მღვდელმა „ბნელი სულების განდევნის“ ლოცვა წაიკითხა, მას შემდეგ რაც პალატაში ოთხშაბათს მიიღეს რზეოლუცია დონალდ ტრამპის რასისტული გამონათქვამების დაგმობის შესახებ. იუწყება Washington Post-ი.
„წმინდა სახელით, ახლა ვდევნი ყველა ბნელ სულს ამ პალატიდან“, - აღნიშნა მღვდელმა. მან ასევე აღავლინა ლოცვა იმედგაცურების, განხეთქილებისა და სედვის სულების განსადევნად.
მოგვიანებით, კორნოიმ განაცხადა, რომ ამ ლოცვის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იხილა თუ როგორ დაობდნენ კანონმდებლები და დონალდ ტრამპს რასიზმისთვის გმობდნენ. მისი თქმით, ეს იყო მძიმე და დაძაბული კვირა, როდესაც ბნელი სულები ზემოქმედებდნენ ადამიანებზე წარმომადგენელთა პალატაში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კონგერსმენების მიმართ დონალდ ტრამპის რასისტულ გამონათქვამები დაგმო.
რეზოლუციას მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა, 187-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
„წარმომადგენელთა პალატა სასტიკად გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამონათქვამებს, რომელმაც დააკანონა და გაამყარა სიძულვილი და შიში ახალი ამერიკელებისა და ფერადკანიანების მიმართ“, - ნათქვამი იყო რეზოლუციაში.
შეგახსნებთ, ამერიკის ლიდერმა Twitter-ში დაწერა, რომ „პროგრესული“ ქალი დემოკრატები, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, რომელთა ხელისფლებებიც წარმოადგენენ სრულ კატასტროფას, ყველაზე საშინელ კორუმპირებულ და უუნაროს მთელს მსოფლიოში, დღეს ხმამაღლა ასწავლიან ამერიკელებს - დედამიწაზე ყველაზე დიად და ძლიერ ერს, როგორ უნდა მართონ ქვეყანა“. რის შემდეგაც დემოკრატიული პარტიის წევრებმა ტრამპს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს.
ტრამპს თავის მიმართვაში არ დაუზუსტებია ვისი მისამართით იყო მისი გამონათქვამები, თუმცა ამ გამონათქვამებზე მძაფრი რეაგირება მოახდინეს კონგრესმენებმა ალექსანდრია ოკაზიო-კორტესმა, რაშიდა თლაიბმა და ილჰან ომარმა. მათ განაცხადეს, რომ ქვეყანა, სადაც ისინი ჩავიდნენ და რომელსაც ერთგულება შეჰფიცეს, ამერიკის შეერთებული შტატებია.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















