ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მე-2 მილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს
საქართველო, თბილისი - 16:58 | 03.07.2019 ნანახია: 1439
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან 7 წლის თავზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ანა ჰეინცი ის იღბლიანი მე-2 მემილიონე მგზავრი გახდა, რომელმაც დორტმუნდიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმგზავრა. მე-2 მემილიონე მგზავრს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Wizz Air-ის ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი გარტ ლუნდი დახვდნენ.
მე-2 მილიონე მგზავრს 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა, რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა ექნება ევროპის 44 ქვეყნის 146 აეროპორტის 600-ზე მეტი შემოთავაზებული მიმართულებიდან ნებისმიერით ისარგებლოს. ანა ჰეინცსა და იღბლიანი რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საჩუქრად სიმბოლური საჩუქრები ქართული ღვინო და ,,ჩიკორის“ ჩირი დაურიგა.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 7-წლიანი წარმატებული ოპერირების შემდეგ Wizz Air ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა – 2018 წელს კი ევროპის ყველაზდე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა.
,,ჩემთვის დიდი პატივია, პირადად დავხვდე Wiz Air-ის მე-2 მილიონე მგზავრს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში ავიაკომკომპანიების ზრდა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის სტიმულირების ერთგვარი გარანტიაა. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში კომპანია Wizz Air-ის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვაქციოთ რეგიონულ ჰაბად კავკასიასა და ევროპას შორის. 2018 წელს Wizz Air გახდა ნომერ პირველი გადამყვანი საქართველოში, 7 წლის ჭრილში კი მოემსახურა ორ მილიონზე მეტ მგზავრს. დღევანდელი დღე ჩვენი ერთობლივი მუშაობის წარმატებული შეჯამებაა. წლიდან წლამდე Wizz Air-თან დაკავშირებით ჩვენი გეგმები მეტად ამბიციური ხდება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
გასულ კვირას ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობის ხუთამდე გაზრდა და 12 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენების დამატება დაანონსა. საერთო ჯამში, 2020 წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 40 მიმართულებით განხორციელდება.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















