ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა - გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 21:01 | 27.06.2019 ნანახია: 1236
ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე",- აცხადებს შს მინისტრი 20 ივნისის ღამის დარბევაზე საუბრისას.
გიორგი გახარია ამბობს, რომ ის მიჯნავს პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას და მიუღებლად მიაჩნია, როდესაც საზოგადოების ნაწილი პოლიციას სახალხო სასამართლოს უწყობს.
შინაგან საქმეთა მინისტრისთ თქმით, ძალის გამოყენებამდე რაც მოხდა ამაზე მსჯელობაც საჭიროა. მისი განცხადებით, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა. მინისტრი ამბობს, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, როცა ხდებოდა შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე.
"ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, პოლიციელებს მათ შორის, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები არ დაწყებულა ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული შესაბამისად საზოგადოების მხრიდანაც.
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ რა თქმა უნდა მე, მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად, ვთვლი,რომ პოლიციამ გამოიყენე ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც არის გამოსაძიებელი, ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს ვარ აქვს და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ბულინგის სახით ცდილობს მოუწყოს სასამართლო.
დაუშვებელია შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე,ასევე დაუშვებელია იმ ადამიანების ბულინგი და თავდასხმა, რომელიც ცდილობს ეს ინსტიტუტები და კონსტიტუცია დაიცვან", - განაცხადა გახარიამ.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მეფე ჩარლზი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
- გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















