ტექნიკური უნივერსიტეტის სერტიფიცირების ცენტრი გაზის სექტორისთვის კვალიფიციურ პერსონალს მოამზადებს
საქართველო, თბილისი - 12:18 | 27.06.2019 ნანახია: 859
„დღეს მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ სერტიფიცირების ცენტრი, სადაც გაზის მეურნეობისა და გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მომზადდება კვალიფიციური პერსონალი. საფრთხე, რომ ჩვენს ოჯახებში გაზის დანადგარების მონტაჟს არაკვალიფიციური პერსონალი გააკეთებს, ამით მოიხსნება", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე, აკადემიური პერსონალი, და საქართველოში მოქმედი გაზგამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის საგანი ენერგეტიკის დარგში დასაქმებული პერსონალის მომზადების, გადამზადებისა და სერტიფიცირების შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადებული შეთავაზება იყო.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რამდენიმე თვეა აქტიური მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ბუნებრივი გაზის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინებ, ხოლო მეორე მიმართულება, მინისტრის თქმით, გაზის სფეროში ცოდნის მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფაა.
„იმის გამო, რომ უსაფრთხოების გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სტანდარტები გაზის სფეროში ყოველთვის არ არის დაცული კერძო კომპანიისა თუ მომხმარებლის მხრიდან, ამასთან, გვაქვს სამწუხარო სტატისტიკა, ეს უკვე დიდი პრობლემა გახდა. გაზიფიცირების არეალი იზრდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება, ჩვენ გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამა გვაქვს, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა მალე იქნება გაზით უზრუნველყოფილი. ამის პარალელურად იზრდება პასუხისმგებლობა, რომ გაზმომარაგება იყოს უსაფრთხო. შესაბამისად, უფრო მეტი კვალიფიციური კადრი გვჭირდება. რასაკვირველია, ამ საქმეში მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის როლი. ეს კარგი შესაძლებლობაა მთავრობისთვისაც და ჩვენი მომხმარებლისთვისაც, გამოვიყენოთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოტენციალი. ინიციატივა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმაც აიტაცეს, რადგან თვითონაც გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას. ამგვარად ჩამოყალიბდა ეს ერთობლივი ინიციატივა. სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი აკრედიტაციის ცენტრი აქტიურად მუშაობდა ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტთან. დღეს მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ სერტიფიცირების ცენტრი. ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე შექმნილ ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის საექსპერტო ცენტრს უკვე მიენიჭა აკრედიტაცია. აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძლიერი სერტიფიცირების ცენტრი იარსებებს, სადაც გაზგამანაწილებელი კომპანიების პერსონალი მომზადდებას გაივლის და დამადასტურებელ სერტიფიკატსაც მიიღებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
რექტორის არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სერტიფიცირების ცენტრის გახსნა, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული და გამოყენებით კვლევებზე დაფუძნებული უნივერსიტეტი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
„კარგად აღჭურვილი ცენტრი გაიხსნა და იმედი გვაქვს, ამით ბევრი პრობლემა გადაიჭრება. ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის შესაძლებლობა გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ტექნიკურ უნივერსიტეტს მოვიაზრებთ, როგორც ეკონომიკის, კერძოდ კი ცოდნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობა. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების, მკვლევრებისა და დოქტორანტების ნოუჰაუზე დაფუძნებული, ჩვენს უნივერსიტეტში დამზადებული ლაბორატორიული ნიმუშების, პროდუქტის, ხელსაწყო-დანადგარებისა და მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოფენას. მათ უდიდეს ნაწილს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ექსპოზიცია ტექნიკური უნივერსიტეტის ქარხანაში მოეწყობა და ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას, თუ რა შესაძლებლობები აქვს რეალურად ტექნიკურ უნივერსიტეტს ცოდნის ეკონომიკის კუთხით, თუ რა სარგებელი შეუძლია მისცეს ქვეყნის ეკონომიკას. მხოლოდ ვსაუბრობთ ერთ რამეზე: არა „ვიღაცას" გადავცეთ, როგორც ეს ადრე გავაკეთეთ რამდენჯერმე - არაერთხელ გადაეცა სხვადასხვა კომპანიას ტექნიკური უნივერსიტეტის ნოუჰაუ და არც ერთმა მათგანმა არ გამოიყენა, „დააძინეს". ჩვენი სურვილია ჩვენი ნოუჰაუ მომხმარებლამდე მივიტანოთ და სწორედ ეს იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი ცოდნის ეკონომიკაში. უნივერსიტეტს ამაში სამინისტროს მხარდაჭერა დასჭირდება", - განაცხადა აჩილ ფრანგიშვილმა.
სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის, გია არაბიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ახლადშექმნილ სერტიფიცირების ცენტრში გაზის სექტორში მომუშავე კომპანიების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება და სერტიფიცირება დაიწყება.
„ორ-სამ კვირაში დავიწყებთ გაზის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლების მომზადება-გადამზადება-სერტიფიცირებას. აბსოლუტურად ყველაფერი მზადაა: შედგენილია სასწავლო გეგმები და საგამოცდო ტესტები. თითოეული პოზიციისთვის განსაზღვრულია ტესტების რაოდენობა და შინაარსი. ტესტების ჩაბარების შემთხვევაში, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და ცენტრის ყოველ კურსდამთავრებულს ეცოდინება თავისი შეფასება, თავისი დონე და ისიც, თუ რა თანამდებობის დაკავება შეეძლება. ანალოგიური სასწავლო პროგრამა კომპანია „თელასისთვისაც" მზადდება", - აღნიშნა გია არაბიძემ.
სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და დოქტორანტების ნოუჰაუს მიხედვით შექმნილი მაღალტექნოლოგიური გაზის ხელსაწყო-დანადგარების ნიმუშები, მათ შორის, გაზის დეტექტორი. გონიერი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპსა და მექანიზმზე გამოგონების ავტორებმა ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულ, მონაწილეებმა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ახლადგახსნილი „საექსპერტო ლაბორატორია" დაათვალიერეს.
პოლიტიკა
- დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე
- უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















