აშშ-მა F-35-ის თურქ პილოტებს ფრენა აუკრძალა
საქართველო, თბილისი - 11:51 | 11.06.2019 ნანახია: 1198
თურქმა მფრინავებმა, რომლებიც აშშ-ში ლიუქის ბაზაზე გამანადგურებლებ F-35 პილოტირების სწავლებას გადიოდნენ, ფრენები შეწყვიტეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიკ ენდრიუსმა განუცხადა.
„სამინისტროსთვის ცნობილია, რომ თურქი მფრინავები ლიუქის ავიაბაზაზე არ ფრენენ, მჭიდრო ურთიერთობას განვაგრძობთ ჩვენს თურქ მოკავშირეებთან F-35-თან დაკავშირებულ პროგრამებში მათი მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ, თუ თურქეთის პოლიტიკა არ შეიცვლება“, - განაცხადა მან.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ავიაბაზის ხელმძღვანელმა გასულ კვირას, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქი პილოტებისა და ტექნიკოსების მომზადების პროგრამის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამასთან, თურქი სპეციალისტები მომზადებას ეგლინისა და ფლორიდის ავიაბაზებზე განაგრძობენ.
როგორც ჟურნალი Foreign Policy წერდა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პატრიკ შანახანმა წერილი გაუგზავნა თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს, სადაც აცნობა, რომ 31 ივლისისთვის ფლორიდისა და არიზონას ბაზებზე მყოფ თურქ მფრინავებთან ხელშეკრულება ანულირდება და ბაზებზე შესვლას ვეღარ შეძლებენ.
აშშ-მა ასევ უარი უთხრა 34 თურქ მფრინავს, რომლებიც ამერიკაში მოგვიანებით უნდა ჩასულიყვნენ, რადგან ვაშინგტონმა F-35-ის პროგრამებში თურქეთის მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
თურქი პილოტების სწავლების შეჩერება ანკარის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ის შეძენას უკავშირდება. აშშ აქტიურად ცდილობს არ დაუშვას თურქეთის მიერ С-400-ის შესყიდვა. ვაშინგტონმა უკვე გააფრთხილა ანკარა, რომ ამ სისტემების შეძენის შემთხვევაში შეერთებული შტატები თურქეთს F-35-ს აღარ მიჰყიდის.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















