სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს გააგრძელოს კომუნიკაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან
საქართველო, თბილისი - 14:14 | 04.06.2019 ნანახია: 1031
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის თაობაზე 2019 წლის 31 მაისს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. სამინისტროს განმარტებით, დაგეგმილ ადგილებზე და დაგეგმილი ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია. ორგანიზატორთა ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ დახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზა.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება და შესაბამისი რესურსის მობილიზებით, მოახდინოს კერძო პირებისგან მათი სათანადო დაცვა.
იმ შემთხვევაში თუ სახეზეა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძველი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება დაასაბუთოს, რომ შეზღუდვა ემსახურება კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევას, მისი გამოყენება აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, არის არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი და წარმოადგენს იმგვარ საშუალებას, რომლის გამოყენებით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ზოგადი განცხადება, სამწუხაროდ, ვერ იქნება მიჩნეული ასეთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ+ თემს და მათ უფლებადამცველებს მრავალი წელია არ ეძლევათ თავისუფალ გარემოში შეკრების შესაძლებლობა, რაც მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში არსებულ მაღალ ჰომოფობიურ ფონთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ამგვარი განწყობის შემცირებას.
ლგბტ+ თემისა და მათი უფლებადამცველების მხრიდან შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულებაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც 2015 წლის გადაწყვეტილებაში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს, 2012 წლის 17 მაისს ორგანიზებული მშვიდობიანი მარშის გამართვამდე, „ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოეხდინათ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება, ისევე როგორც, გაეფრთხილებინათ პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე.“ გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით იკვეთება, რომ როდესაც შეკრების მიმდინარეობისას ქუჩის შეტაკებების მაღალი მოლოდინი არსებობს, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან წინდახედული ნაბიჯია სამართალდამცავთა მაღალი რაოდენობის პირადი შემადგენლობის, მათ შორის, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის, მობილიზება.
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე აწარმოოს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ უფლების განხორციელება შეიზღუდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით, გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს. ამასთან, დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად, მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს კომუნიკაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან.
სახალხო დამცველი გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ლგბტ+ თემის განცხადებით, შსს-ს არა აქვს მათთან სათანადო კომუნიკაცია და გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს ამ პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მხარეებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















