გაერთიანებული ოპოზიცია ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს
საქართველო, თბილისი - 12:54 | 31.05.2019 ნანახია: 1023
გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია” წევრები საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.
მათ ქუთაისში, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მერიასთან მივიდნენ შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტებით: „შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას”, „არა სიძულვილის ენას”, ნანა კოსტავა – ქალაქის სირცხვილი”.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემ ნანა კოსტავამ თანამდებობა დატოვა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
ნანა კოსტავამ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი პოსტი გააზიარა წარწერით “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”.
პოსტში, რომელიც მან გააზიარა, სალომე ბარკერს თითებზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
როგორც ცნობილია, სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში დაიღუპა.
მოგვიანებით ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ არ იცოდა სალომე ბარკერის ტრაგედიის შესახებ და ბოდიში მოიხადა.
ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ნანა კოსტავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატს ბოიკოტს უცხადებენ და ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება, გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















