გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა, როგორ მოვიზიდოთ ახალი ტიპის ტურისტები - თურნავა
საქართველო, თბილისი - 15:01 | 30.05.2019 ნანახია: 1384„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა, როგორ მოვიზიდოთ ახალი ტიპის ტურისტები, მათ შორის აგროტურიზმში. მსურს აღვნიშნო, რომ აგროტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტია, ეს არის ჩვენი მომავალი, სადაც შერწყმულია ჩვენი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსის ეფექტური გამოყენება, ახალი ტიპის ტურისტის მოზიდვა, მეტი ოჯახის ჩართვა ამ ბიზნესში და მეტი ინკლუზიურობა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ წინანდალში გამართულ ფორუმზე განაცხადა, სადაც კახეთის ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე ისაუბრა.
„კახეთის რეგიონისთვის ასევე საინტერესოა სხვა მიმართულებები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" - ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ქონება, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია, უფრო მეტად ჩავრთოთ ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და ეკონომიკურ ბრუნვაში. ასევე საინტერესოა მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე მეღვინეობა, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები - კახეთი ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფერო, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები და ჩვენ ეს მიმართულებები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ" - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" რეგიონულ მნიშვნელობას, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. მისი შეფასებით, ეს არის წარმატებული პროგრამა, განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და არსებობს განვითარების პოტენციალი. „აქედან გამომდინარე, მთავრობა მიდის იმაზე, რომ შეღავათიან ფასად, თუნდაც, ერთ ლარად, ინვესტორს შესაბამისი ვალდებულებებით გადავცეთ სახელმწიფო ქონება, მიწის ფართი, რომ განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და ადგილობრივი ბიზნესი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















