სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი დაფასებული არ არის, მომავალი არ ექნება - მამუკა ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 14:50 | 10.05.2019 ნანახია: 1245
"განათლება არის გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ, ევროპისკენ, კეთილდღეობისა და ყველა იმ მძიმე გამოწვევის დაძლევისკენ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სემინარის - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" გახსნისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ განათლებაა ერთადერთი სწორი გზა და ამიტომაც არის ის ეროვნული იდეა.
მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგთა პროფესიის კიდევ უფრო მეტი დაფასების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც აღნიშნულ სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის, ანუ ბიუჯეტის მეოთხედის დახარჯვას გულისხმობს, პედაგოგთა ხელფასების ზრდასაც მოიცავს.
"ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და სტატისტიკაში დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, იქნება, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს. განათლება არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მე დღეს მაქვს პატივი, მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ ისაუბრა განათლების სექტორში ობიექტურად არსებულ პრობლემებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და აღნიშნა, რომ დაანონსებული მასშტაბური რეფორმით ყველა ამ ხარვეზი აღმოიფხვრება.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტის - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" მნიშვნელობაზე და სემინარის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე - პროექტის მხარდამჭერებს - ფრიდრიხ ებერტის ფონდს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრს.
"სწორედ განათლებაში ვხედავ ჩვენს წარმატებას, როდესაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ წარმატებებზე ვსაუბრობ. ჩვენი ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც ჩვენს ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენ ერს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის ფორმირებაში და სწორედ ამიტომ არის ეს ცივილიზაციური არჩევანი. პროექტი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" საქართველოს ყველა რეგიონისა და თბილისის მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ღირებულებების, ჩვენი თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის სარგებლის შესახებ. სემინარი "ევროპის დღეების" ფარგლებში მიმდინარეობს და ვფიქრობ, ესეც ნათელი გზავნილია ყველასთვის", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პროექტის ფარგლებში არაფორმალური განათლების კუთხით პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს თავიანთ სკოლებში ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.
"წელს სასწავლო ვიზიტით კიდევ 10 გამარჯვებული პედაგოგი გაემგზავრება ესტონეთში და ესტონური განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა. სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ლადო აფხაზავა, ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიც გახდა. ეს პროექტი თითოეული თქვენგანისთვის იქნება შესაძლებლობა, მოახდინოთ თქვენი პოტენციალის რეალიზაცია. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი და საინტერესო პროფესიული გამოწვევა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გამოიყენებთ ჩვენი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში", - მიმართა პრემიერმა პედაგოგებს და მათ ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
სემინარი პედაგოგებისთვის - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ", "ევროპის დღეების" ფარგლებში, მეექვსე წელია, იმართება და წელს მასში როგორც თბილისის, ისე რეგიონების სკოლების 150 მასწავლებელი მონაწილეობს.
პროექტი პედაგოგების მიერ მთელი წლის განმავლობაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას ითვალისწინებს.
წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორი 10 პედაგოგი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააჯილდოვა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















