მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე 10 მაისს 15:00 საათზე მივა
საქართველო, თბილისი - 14:38 | 09.05.2019 ნანახია: 1134
"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე 10 მაისს 15:00 საათზე მივა.
ცენტრის განცახდებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი გონივრული დროით ადრე უნდა ფლობდეს. დაახლოებით 3 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდება მოწმისთვის კი არ წარმოადგენს გონივრულ დროს.
„როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში, 8 მაისს სუს-მა ადვოკატებთან კომუნიკაციით მოითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატების მიერ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ადვოკატების სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, მაჩალიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდებოდა 10 მაისს 15:00 საათზე.
ამ განმარტების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს დაახლოებით 12:20 რუსთაველის გამზირზე მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს მოსთხოვეს დღესვე, 15:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება, რასაც ბუნებრივია მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატები არ დაეთანხმნენ და საგამოძიებო უწყებას კიდევ გაახსენეს შეთანხმება სწორედ 10 მაისს დაკითხვის თაობაზე და ასევე განუმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი გონივრული დროით ადრე უნდა ფლობდეს.
დაახლოებით 3 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდება მოწმისთვის არ წარმოადგენს გონივრულ დროს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადდება 2019 წლის 10 მაისს, 15:00 საათზე“, - აღნიშნულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატების განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს. მაჩალიკაშვილი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მეფე ჩარლზი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
- გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















