დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 23.05.2026
ნანახია: 18

"დაიცავი ილიაუნის" ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

"შეგროვდა 1 000 000 ლარი!

ერთი მილიონი! თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერს.

თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობით და სოლიდარობით შეაგროვა.

ეს მილიონი ლარი ნიშნავს: სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებს და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებს და მასაჟებს და ყველაზე მთავარს - შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ.

ეს მილიონი - ხალხის გამარჯვებაა. 

თბს: #GE20TB7881145068100026

საქართველო: #GE49BG0000000611756133

ქისა: https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd%22-


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე