რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 18:39 | 18.05.2026 ნანახია: 1765
უკრაინამ მიიღო ახალი რუსული დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად მიღებულ დანაკარგებს აფასებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ამ შეფასებების დამალვას როგორც საერთაშორისო საზოგადოებისგან, ისე საკუთარი შიდა აუდიტორიისგან.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოქმედი ნავთობის ჭაბურღილების რაოდენობის შემცირება. მისი თქმით, მხოლოდ ერთმა რუსულმა ნავთობკომპანიამ, რომელიც უდიდესი არ არის, უკვე იძულებული გახდა დაახლოებით 400 ჭაბურღილი დაეხურა", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის ნავთობის მოპოვების სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს სერიოზული დანაკარგია, რადგან ჭაბურღილების ხელახლა ამუშავება რუსეთში ბევრად რთულია, ვიდრე სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში.
მისი თქმით, მეორე მაჩვენებელია ნავთობის გადამუშავების შემცირება სულ მცირე 10%-ით 2026 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში.
„ვხედავთ, რომ ჩვენი უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი სანქციები რეალურად მუშაობს და ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ასევე სერიოზული პრობლემები აქვს საბანკო სექტორში. მისი განცხადებით, 11 ფინანსური ინსტიტუტი სრული ლიკვიდაციისთვის ემზადება იმ პრობლემების გამო, რომელთა გადაჭრაც სხვა გზით შეუძლებელია. კიდევ 8 ბანკს კი დაგროვილი აქვს კრიტიკული სირთულეები, რომელთა დაფარვაც გარეშე რესურსების გარეშე ვერ ხერხდება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი წელს უკვე თითქმის 80 მილიარდ დოლარს აღწევს - მეხუთე თვის მდგომარეობით, რაც, მისი თქმით, რეგიონული ბიუჯეტების მნიშვნელოვანი ნაწილის გაკოტრების ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა.
მან ასევე განაცხადა, რომ დაავალა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, გაავრცელოს მიღებული ინფორმაცია რუსეთის მცდელობების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიო კომპანიების ჩართვას ფინანსური კრიზისის „შესწორებაში“ და სანქციების გვერდის ავლის სქემებში.
„კერძოდ, ჩვენ დავაფიქსირეთ, მცდელობები, მოეწყოს მარცვლეულის გატანა ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, ასევე ნახევარკუნძულის სხვა ეკონომიკური ექსპლუატაცია შეერთებული შტატების სუბიექტების მონაწილეობით. ამაზე ვაცნობებთ პარტნიორებს. ასევე ვაფიქსირებთ მცდელობებს, რომ რუსულ ნავთობისა და გაზის არქტიკულ პროექტებში მოიზიდონ ინვესტიციები და ტექნოლოგიები დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებიდან. ვიცით, როგორ ვუპასუხოთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















