Wizz Air-ის ავიაფლოტს პირველი Airbus A321NEO ტიპის თვითმფრინავი შეუერთდა
საქართველო, თბილისი - 10:34 | 08.03.2019 ნანახია: 1270
ვიზეარის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის ავიაფლოტს დღეს ჰამბურგში დამზადებული ეარბას A321neo შეუერთდა. ახალი თაობის ეარბას A321neo თვითმფრინავი აღჭურვილია ორი Pratt & Whitney GTF ძრავით, აღჭურვილია 239 ერთადგილიანი კონფიგურაციის სალონით და ვიზეარს მაქსიმალურ მოქნილობას, საწვავის ეფექტურობასა და დაბალ საოპერაციო ხარჯებს სთავაზობს.
ვიზეარი ევროპის გარშემო 108 Airbus A321 და A320 თვითმფრინავებით ოპერირებს. ხოლო 5 A321ceo, 256 A321neo და A320neo მოდელების შეკვეთით, ვიზეარი ეარბასის ყველაზე დიდი ფლოტის მფლობელი ხდება.
A320neo და ეარბასის „ოჯახის“ სხვა თვითმფინავები უახლესი თაობის ძრავებითაა აღჭურვილი, რომლებიც 50%ით ამცირებს ხმაურს და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს გარემოსდაცვითი კუთხითაც, Pratt and Whitney‘s GTF ძრავს ნამდვილად შესწევს უნარი საწვავის წვა 16%ით შეამციროს, აზოტის ოქსიდის ემისიები კი 50%ით.
ჰამბურგში, ოფიციალურ ცერემონიაზე საუბრისას, ვიზეარის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა: „დღეს ჩვენ ვიზეარის ისტორიაში ახალ ეპოქას ვიწყებთ, A321neo ჩვენს მზარდ ავიაფლოტს შეუერთდება და თამაშის წესებს ნამდვილად შეცვლის. ვიზეარი აგრძელებს გაფართოებას ევროპის მასშტაბით და მსგავსი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თვითმფრინავები საშუალებას მოგვცემს გავხდეთ მსოფლიოს ლიდერები დაბალი საოპერაციო ხარჯით, რაც თავის მხრივ ბილეთების დაბალ ფასზე აისახება. ჩვენი ახალგაზრდა ფლოტითა და თანამშრომლებით ვცდილობთ მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი და დაცულობა შევუქმნათ.“
„ჩვენ ვულოცავთ ვიზეარს, ჩვენს უმსხვილეს მომხმარებელს, ამ დღეს და ვამაყობთ, რომ მათი ზრდისთვის და განვითარებისთვის ფუნდამენტურია A321neo თვითმფრინავის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია - საწვავის დამზოგველობა.“ - აღნიშნა ეარბასის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა, კრისტიან სქერერმა.
.“ვაფასებთ იმ ნდობას, რაც ვიზეარმა გამოგვიცხადა, ვითვალისწინებთ ინდუსტრიის მთავარ მოთხოვნებს და დარწმუნებული ვართ უახლესი GTF ტექნოლოგია უზრუნველყოფს ვიზეარის ფლოტის გამართულობას და გარემოსდაცვით სარგებელს მრავალი წლის განმავლობაში.“ - აღნიშნა Pratt & Whitney მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, რიკ დურლომ.
„ჩვენ, FPG Amentum, ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ ვიზეართან პარტნიორობით. ეს პირველი NEO ტიპის თვითმფრინავია კომპანიისთვის და ამჟამად კიდევ შვიდის დამატება გვაქვს დაგეგმილი. უფრო მეტიც, ჩვენ ველით ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, გაძლიერებას და გახანგრძლივებას მომავალში.“ - აღნიშნა იმონ ფორბსმა, FPG Amentum-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა.
* * *
ვიზეარის შესახებ
Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი დაბალ ფასიანი ავაიაკომპანიაა, იგი 112 Airbus-ის, A320-ის და Airbus A321-ისგან შემდგარ ავია პარკის ოპერირებას ახდენს და მგზავრებს 25 აეროპორტიდან 650-ზე მეტ მარშრუტს სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 146 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ძალიან დაბალი ფასის ავია ბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით არის რეგისტრირებული და ასევე შესულია FTSE 250-ის და FTSE All-Share-ის ინდექსებში. Wizz Air-ი რეგისტრირებულია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საოპერაციო უსაფრთხოების აუდიტში (IOSA), რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ airlineratings.com-ისგან უმაღლესი, 7 ვარსკვლავიანი უსაფრთხოების რეიტინგი მიიღო , ეს არის მსოფლიოს ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქციის რეიტინგების შემდგენი სააგენტო. ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















