გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას - ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა
საქართველო, თბილისი - 16:02 | 15.04.2019 ნანახია: 1116
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. რუმინეთის მთავრობის სახლში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მამუკა ბახტაძეს რუმინელმა კოლეგამ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა განცხადებები გააკეთეს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს რუმინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.
“პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის, შეიძლება თამამად ითქვას, დღეს უმაღლეს დონეზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს ამბიციური დღის წესრიგი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც ბუქარესტში 2019 წლის 4 მარტს გაიმართა და რომელზეც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია მოამზადეს ერთობლივი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერ კიდევ “საქართველოს რკინიგზაში” მუშაობის პერიოდში ვიყავი ამ ახალი დერეფნის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამ ძალიან დიდი იდეის რეალიზაცია ხდება ეტაპობრივად.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პორტებისა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამასთან, ჩვენ გვაქვს ინოვაციური პროექტები ენერგეტიკაში, რომლებიც მოემსახურება ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას და საქართველოს როლის გაძლიერებას ამ მიმართულებით.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს - ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ღიად ვაფიქსირებთ. სწორედ საერთო ძალისხმევით და ურთიერთობების სტრატეგიულ განზომილებაში გადაყვანით მოვახერხებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განვითარებას, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რომლებიც, როგორც რუმინეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მართლაც სტრატეგიულია.
ჩვენ ვაფასებთ, ევროკავშირში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიურ ძალისხმევას, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეა და კონცეფცია მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. პარტნიორობის 10 წლისთავზე, ყველა თანხმდება, რომ მრავალ სფეროში მიღწეულ იქნა ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ერთობლივი ძალისხმევით პარტნიორობაში ახალი დინამიკის, ახალი მუხტის შეტანის აუცილებლობა, რომლის მიზანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მეტი დაახლოება და ინტეგრაცია.
საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას. გვსურს, ინტეგრაციის, მათ შორის სექტორული დაახლოების ხარისხი გადავიყვანოთ ახალ, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე. ეს არის ჩვენს მიერ ბრიუსელში წარდგენილი საგზაო რუკის იდეა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და დარწმუნებული ვარ, რუმინელი მეგობრები ამ მიმართულებით აქტიურად დაგვეხმარებიან”, განმარტავს მამუკა ბახტაძე.
მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს ასევე, არსებული გამოწვევები.
„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის”, აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განმარტებით კი შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას და საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.
„ვისაუბრეთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარდაჭერაზე იმ კონტექსტში, რომ რუმინეთი 2020 წელს ხდება ევროკომისიის თავმჯდომარე და ხაზი გავუსვით აღნიშნული ინიციატივის მიზნების მიღწევას. დისკუსია შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივს ვცემთ. ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რათა უფრო დინამიური გახდეს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა, გაიზარდოს ექსპორტი რუმინეთიდან საქართველოში და აღვნიშნეთ, რომ ასეც იყო გასულ წლებში. გვსურს, რეგულარული გახდეს მთავრობათაშორისი კომისია, რათა არსებული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, იქნება ეს ტურიზმი თუ ხალხთაშორისი კავშირები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს დავუჭერთ რუმინულ კომპანიებს, რათა კარგად გამოიყენონ შესაძლებლობები, რომელიც აქვს საქართველოს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კასპიის ზღვა-შავი ზღვის პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც არის თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ერთობლივი პროექტი. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტურიზმის მიმართულებიტთორმხრივი თანამშრომლობა, რაც დიდი პოტენციალის მქონე სფეროა.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებზე. ეს ხაზს უსვამს ქართველი და რუმინელი ხალხების კავშირებს და მინდა, სიხარულით აღვნიშნო ანთიმოზ ივერიელი, რომელიც დაიბადა საქართველოში და შუა საუკუნეების რუმინული კულტურის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ჩვენ მას უნდა ვუმადლოდეთ სტამბის დაარსებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი სტუმრობისთვის პრემიერ-მინისტრს. საქართველო მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი და დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა გახდება კიდევ უფრო ძლიერი და როგორც ქართველი, ასევე რუმინელი ხალხისთვის ძალიან სასარგებლო შედეგებს გამოიღებს”, აცხადებს ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















