ლელა წურწუმია ახალ თურქულ სერიალში სულთნის როლს შეასრულებს
საქართველო, თბილისი - 15:11 | 25.03.2019 ნანახია: 6235
ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია, ახალ თურქულ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრესა.ჯი" ავრცელებს. სერიალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებს ეხება, სადაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ.
სერიალის ოფიციალური პრომოს გადაღება აგვისტოსთვის მოხდება, ტრანსლაცია კი თურქულ არხზე სექტემბრიდან დაიწყება. ცნობილია, რომ ლელა წურწუმიას გარდა სერიალში მოცეკვავეები თათა ჯაში, ნანუკა სტამბოლიშვილი და ნინო ლეჟავაც მონაწილეობენ.
სერიალის ქასთინგ მენეჯერის, მაია გოგონის განცხადებით, საქართველოს დივა, მომღერალი ლელა წურწუმია ტელესერიალ „დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელ სულთნებში“ მეორე სეზონიდან გამოჩნდება და ბოლომდე გასტანს. ლელა წურწუმია რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლს განასახიერებს, რომელიც სამეგრელოს მამამთავრის, ლევან მეორე დადიანის ქალიშვილი გახლდათ. სასახლეში, რაჰიმენის პერსონაჟი სერიალში დიდ ცეცხლს დაანთებს. მისი გამოჩენისას, სასახლის წესები სრულიად შეიცვლება, რადგან ის ისტორიულად პირველი პირია, რომელმაც ქალების როლი ოსმალეთის იმპერიაში განამტკიცა.
რაჰიმენი იმით განსხვავდება სხვა პერსონაჟებისაგან, რომ ის სახელმწიფო საქმეებში იმდენად ერევა, რამდენადაც ფადიშაჰი, ანუ, ოსმალეთის იმპერიის სულთანი. რაჰიმენს დაგეგმილი აქვს ქართველი დედასულთნის - ესმა დადეშქელიანის ვაჟიშვილის ტახტიდან ჩამოგდება და თავისი შვილის, უფლისწულ მეჰმედის ტახტზე აყვანა. რაჰიმენისათვის ანუ, ლელა წურწუმიასათვის შერჩეულია მუქი ტონალობის კოსტიუმი. ასევე ცნობილი ხდება, რომ ქართველ მომღერალს რამდენიმე სერიაში მოუწევს იმღეროს მეგრული სიმღერა, მაგალითად: „ასე ჩონგური“ და სხვა. ლელა წურწუმიას როლზე დამტკიცებისას ჟიურის წევრებმა გაითვალისწინეს მისი სახის მოყვანილობა, ჩაცმის სტილი, სიმაღლე და ვოკალური მონაცემები. მომღერალი აღნიშნულ როლს დიდი სიამოვნებით დასთანხმდა.
გამოცემის ინფორმაციით, ნანუკა სტამბოლიშვილის პერსონაჟი ფატმა შაჰ-ლიპარტელიანია, იმ პერიოდის სვანეთის საგვარეულოს წარმომადგენელი. ის არის ნიკოლოზ ლიპარტელიანის ქალიშვილი, რომელიც სასახლეში ფატმა დედასულთნის, იგივე ესმა დადეშქელიანის სეფექალი და მარჯვენა ხელია და კურირებს ინტრიგებს, ესმას მითითებებით. ფატმა იმით განსხვავდება სხვა პერსონაჟებისაგან, რომ ძალიან იდუმალ ატმოსფეროს ქმნის ზოგადად სცენარში. ის არის ქალი, რომელიც ძალიან პირდაპირია. მას, სცენარისტის თქმით, პარალელი გაუვლეს "ვეფხისტყაოსანში" მოყვანილ პერსონაჟზე, ნესტან-დარეჯანზე, რომელიც ყოველთვის პირდაპირ აკონკრეტებდა, რაც სურდა. ის არის ძალიან მკაცრი.
თათა ჯაში სცენარისტების ახალი აღმოჩენაა. ის საქართველოს ოპერისა და ბალეტის ერთ-ერთი მოცეკვავეა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო როლი ექნება. თათა სერიალში პერველი სეზონის ბოლოსკენ გამოჩნდება და მეორე სეზონამდე იქნება. ქართველი მოცეკვავე ლოაზეს გველესიანის როლს შეასრულებს.
ლოაზეს გველესიანი არის ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ის ესმა დადეშქელიანის ბრძანებით ჩავიდა ოსმალეთის სასახლეში და ეახლა სამეფო კარს. ესმას გადაწყვეტილი აქვს, რომ ლოაზესი დააქორწინოს ოსმალეთის იმპერიის იმდროინდელ ფადიშაჰზე - სულთან აბდულჰამით მეორეზე. თუმცა, სულთანს პირველი ცოლი უკვე ჰყავს - გურული წარმოშობის ქალბატონი იასებ ქადინ გურიელი (გურიის მამათმთავრის ქალიშვილი), რომლის როლიც განხილვის პროცესშია და ამ ეტაპისათვის უცნობია, ვინ ითამაშებს, თუმცა, სცენარისტის თქმით, ისიც, რა თქმა უნდა, ქართველი იქნება. ამიტომ აბდულ ჰამითი მოაზესის ცოლად მოყვანაზე უარს იტყვის. ამით განრისხებული ესმა დადეშქელიანი, ლოაზესს ძველ „ცრემლების სასახლეში“ გააძევებს.
ისტორიულად ამ ადგილს იედიყულეს სასახლე ეწოდება, სადაც საქართველოს ისტორიის თანახმად, ერთ-ერთი მეფე ლუარსაბ მეორე იყო გამოკეტილი. ამ სასახლეში ლოაზესი სულ რაღაც ორი დღე და ღამე გაჩერდება. შემდეგ, მას სასახლის პირველი ვეზირი იუ ეზალეჩელები მოაკითხავს, რომლის ბრძანებითაც იგი რომანოვების სასახლეში გაემგზავრება და იმდროინდელ პრინცესას, ალექსანდრა თეოდოროვნას შეხვდება. - ჩვენთვის სცენარის ეს კონკრეტული ეპიზოდი ხდება ცნობილი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნინო ლეჟავა სერიალში სპარსელი ქალის, კერძოდ, ირანის პრინცესას როლს ასრულებს. ის აბასიანთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ქალია, რომელიც ჩადის ოსმალეთის იმპერიაში და იმდროინდელ დედა-სულთანს, ქართველ ესმა დადეშქელიანს ხვდება. მათ შორის, ძალიან კარგი ურთიერთობა ყალიბდება. ეს პერსონაჟი მოცეკვავე ქალი იყო და ასევე, მას მიაწერენ მაგიასაც, რადგან აღმოსავლეთში ძალიან განთქმული იყო მაგიის ხელოვნება.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















