საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს
საქართველო, თბილისი - 13:17 | 25.03.2019 ნანახია: 2168
საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, ღია ბანკინგის სტრატეგიის ფარგლებში ფინტექ სფეროს განვითარებას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ევროპაში წარმატებული ფინტექ სტარტაპის ქართველმა დამფუძნებელმა, თამაზ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ შექმნა ფინტექ კომპანია Raisin, რომელმაც 178 000 000 დოლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო და ახლა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიაში ერთ-ერთი ბანკის შესყიდვასთან დაკავშირებით. სპიკერმა ისაუბრა, თუ როგორ შეძლო 2013 წელს გერმანიაში დაფუძნებულმა პლატფორმამ 4 მილიარდ დოლარამდე ტრანზაქციის განხორციელება და მომხმარებლის მოზიდვა ევროპის 31 ქვეყნიდან. ღონისძიებას 500-მდე მონაწილე დაესწრო, საგამოფენო ნაწილში კი 10-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ბანკი სტრატეგიულ მიზნად ისახავს საქართველოში ფინტექ მიმართულების განვითარებას. სწორედ ამიტომ, BOG Fintech თანამშრომლობს ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Startup Grind Tbilisi, Google Developers Group, Data Science Tbilisi და Product Tank Tbilisi.
ინფორმაციისთვის, ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა სპეცილური პლატფორმა www.fintech.ge შექმნა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















