ივანიშვილი მართავს საქართველოს, როგორც თავის მიწის ნაკვეთს - Washington Post-ი მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 13:45 | 22.03.2019 ნანახია: 1701
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს სათაურით "ოლიგარქები დემოკრატიის ნარჩენებსაც კი ანადგურებენ", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"31 მარტს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პეტრო პოროშენკოს მოქმედი პარტია ამომრჩეველთა მოსყიდვაშია ბრალდებული. რთულად გამოსაცნობი არ არის, თუ რა მოხდება შემდეგ. ოლიგარქის დაჯგუფება მოიპარავს არჩევნებს და საპასუხოდ, საერთაშორისო დამკვირვებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხმების გაყალბებაში დაადანაშაულებენ. მაგრამ ახლა, დემოკრატიული უკუსვლის სიმპტომების გამოვლენის ნაცვლად დროა, რომ პრობლემის ფუნდამენტურ მიზეზებს გავუსწოროთ თვალი. ეს არაფორმალური მმართველობაა.
შორს რომ არ წავიდეთ, მოლდოვა ამის შესანიშნავი მაგალითია. ნავთობისა და საბანკო სექტორის მაგნატი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, ქვეყნის მეორე უმსხვილეს პოლიტიკურ ძალას აყალიბებს. სხვა პარტიებთან გაერთიანება კი ძალაუფლების კონსოლიდაციას აძლიერებს. პლაჰოტნიუკი სრულად აკონტროლებს პარლამენტს, ძალოვან სტრუქტურასა და სასამართლოებს, მაგრამ თანამდებობის მიმართ ინტერესი არ გააჩნია. მისი მეტსახელი მოლდოვაში „მეთოჯინეა“. თებერვლის არჩევნებმა მისი გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა.
მოლდოვაში მთლიანი შიდა პროდუქტის წილი ერთ ადამიანზე 3,226 დოლარის შეადგენს. პლაჰოტნიუკის ქონება კი 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედეგად ის მილიონჯერ უფრო მდიდარია ვიდრე საშუალოსტატისტიკური მოლდოველი.
ეს თავსატეხი ეხება რუსეთის ფედერაციის მეზობელ ორ ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას. მოულოდნელი არ არის, რომ ასეთ დროს, ძალის კონცენტრაცია ოლიგარქის ხელში ხვდება. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყანა მიიჩნეოდა მსოფლიოს ტოპ რეფორმატორად. დღეს საქართველოს ჰყავს თავისი პლაჰოტნიუკი - ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ის ფლობს $ 4.9 მილიარდ დოლარს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მესამედია. მის მიერ, რუსეთში დაგროვებული ქონების წარმომავლობა, რა თქმა უნდა, ბუნდოვანია. ივანიშვილი მართავს საქართველოს, როგორც თავის მიწის ნაკვეთს და სარგებლობს საჯარო და სასამართლო უწყებების ერთგულებით.
ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა საქართველოს მომავლის შექმნით მოტივირებული არ არის. რთულია აღწერო მისი პარტიის პლატფორმა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ან 2012 წელს, ხელისუფლების გადაბარების შემდგომი არსებითი მიღწევები. ივანიშვილისთვის საკუთარი პარტია მორიგი საინვესტიციო აქტივია და რა თქმა უნდა, ელის სარგებელს. საჯარო დაწესებულებებში არაფორმალურმა კონტროლმა, ოლიგარქი საქართველოს ეკონომიკის მონოპოლისტად აქცია. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასებისას აღნიშნა, რომ ქართველ ოლიგარქს მიტაცებული აქვს ქვეყანა.
უკრაინა, მოლდოვასა და საქართველოზე გაცილებით დიდია და უფრო მეტი ოლიგარქიც ჰყავს. უკრაინის უმდიდრესი ადამიანი ფოლადის მაგნატი, რინატ ახმეტოვია რომლის ქარხნებიც აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასის რეგიონში კრემლის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. პოროშენკო საკუთარი საინვესტიციო ფირმით დაუკავშრდა ახმეტოვის ენერგო კომპანიას. აღსანიშმავია, რომ თავად პოროშენკო ნიშნავს ენერგომარეგულირებლის წევრებს, რომლებიც ტარიფებს ადგენენ. როდესაც კომიტეტმა 2016 წელს, ენერგოსუბსიდიები გასცა, ყველაზე დიდი ბენეფიციარები, ბუნებრივია, ახმედოვსა და პოროშენკოსთან დაკავშირებული კომპანიები აღმოჩნდნენ.
მოლდოვა, საქართველო და უკრაინა სხვა პრობლემებსაც იზიარებენ. მათი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათი აგრესიული მეზობელი შემჩნეულია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების წარუმატებლობაში. ვლადიმირ პუტინს, კი მის შემოგარენში აყვავებული დემოკრატიული სახელმწიფოების ეშინია.
ბრძოლის ნაცვლად, მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი სამთავრობო წრეები პუტინის ეხმარებიან. მიუხედავად ამისა, სამივე მთავრობა იდეოლოგიით პროდასავლურია. ისინი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას ქმნიან და ნატო-ს მისიებში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, ამ ქვეყნებში ამომრჩეველი ზოგადად მხარს უჭერს გამჭვირვალობას, დემოკრატიას და დასავლეთთან დაახლოებას. ამიტომ, ოლიგარქის მხარდაჭერილი მმართველი პარტიები, "ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის" ფრთხილად მოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლებენ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რეფორმების გატარებას.
შემთხვევითი არ არის, რომ სამივე „მეთოჯინე“ რუსეთში ეწია წარმატებას. მათი ბიზნეს მისწრაფებები, ეროვნულ ინტერესებს ანაცვლებდა. პუტინი ქველმოქმედებით ცნობილი არ არის. ნებისმიერი ოლიგარქი, რომელმაც რუსეთში მილიარდობით დოლარი იშოვნა, კრემლის მოხარკეა. რუსეთი უმთავრესი მტერია, თუმცა ჩრდილოელ მეტოქეზე საშიში მტერი თავად ქვეყანაშია. მიტაცებული სახელმწიფო არის სუსტი და აგრესიისგან დაუცველი. ასეთ დროს, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა, კრიმინალისა და ნეპოტიზმის გარდა, ემიგრაციაზე გადის. პატარა ქვეყნიდან გაედინება ინტელექტი, ხოლო მშიერი მოქალაქეებით სავსე ქვეყანაში ოლიგარექებს არჩევნების ყიდვა ყველაზე იაფი უჯდებათ. შეუძლებელია ამ მდგომარეობაში პუტინზე ბედნიერი ვინმე იყოს.
და რატომ უნდა იღელვოს დასავლეთმა?! მოლდოვა, საქართველო და უკრაინა იღებენ მილიარდობით დახმარებას ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომელის უდიდესი დონორი აშშ-ია. ეს დაფინანსება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ანტიკორუფციული რეფორმების მხარდაჭერას, ხოლო მიმღები მთავრობები ვალდებულნი არიან უჩვენონ პროგრესი.
სინამდვილეში, "რეფორმების დახმარების" ციკლი დაფინასების არაპროპორციულია. საქართველო აშშ-ს დახმარების ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქვეყანა და დემოკრატიული უკუსვლის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მაგალითია. უკრაინამ, დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობით აშშ-ის გადასახადის გადამხდელთაგან. 2014 წლიდან - დღემდე პოროშენკოს მთავრობას მხოლოდ შეუსრულებელი ვალდებულება აქვს. მოლდოვაში, სადაც ცენტრალური ბანკიდან მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარეს (ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 12%) საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული 183 მილიონი დოლარი საეჭვოა რომ რეფორმებში დაიხარჯოს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორუფცია უნდა დააყენოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხად და გააძლიეროს ამერიკული ღირებულებები. ამერიკელი ხალხის მიერ დაფინანსებულ მთავრობებს უნდა მოსთხოვონ, ვალდებულების შესრულება და დემოკრატიის გაძლიერება. განვითარებად სახელმწიფოებში, ჩრდილოვანი მმართველები, პოლიტიკოსების ცვლილებით არ აღმოიფხვრება. უნდა დაწესდეს სანქციები ოლიგარქების მიმართ. პლაჰოტნიუკი, ივანიშვილი და ახმეტოვი არ არიან ლეგიტიმური ბიზნესმენები; ისინი არიან საკუთარი მთავრობების მმართველები და აქციონერები.
დემოკრატიის განმტკიცებისთვის და დახმარების სწორად გამოყენების უზრუნველსაყოფად, საჭიროა არაფორმალური მმართველების მიმართ სანქციები. ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს, აღმოსავლეთ ევროპაში, გადასახადის გადამხდელთა ინტერესებს. საქართველოს, უკრაინა და მოლდოვა, ოლიგარქების ჩამოშორების შემდეგ შეძლებენ დემოკრატიის გაძლიერებას და „პუტინიზმის“ დამარცხებას. ამ გამარჯვებას კი მსოფლიოც იგრძნობს", - აღნიშნულია სტატიაში.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















