რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს, ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან - ადა მარშანია თეა წულუკიანს
საქართველო, თბილისი - 13:26 | 21.03.2019 ნანახია: 1167
გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენც წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთაველზე , - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.
„პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან, გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს”, - განაცხადა ადა მარშანიამ.
დეპუტატის თქმით, წულუკიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მინისტრის რანგში იმყოფება და მან ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოს ზედმეტი კეკლუცობისა და თავხედობის გარეშე.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობისა და პასუხების გარეშე, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის. გუშინ აქ თქვენი ნარცისობა ვიხილეთ. თურმე იუსტიციის დარგში თუ რამე მიღწევა ყოფილა, თქვენი დამსახურებაა, აღვნიშნე კიდეც, თუმცა თქვენ თურმე კომპლიმენტის, შექებისა და კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ. რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი, ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე გუშინ თქვენ მთავარი გკითხეთ, აშკარად გამოჩნდა აქ, უკვე მერამდენეჯერ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ იმ უბედურებაში, რაც მივიღეთ ჩვენ ამ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და ხელებს იბანთ ჩვენს თვალწინ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















