თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს - ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ მოსახლეობას
საქართველო, თბილისი - 16:24 | 20.03.2019 ნანახია: 1469
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დღესასწაულის აღსანიშნად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრში შეკრებულ ადგილობრივ მოსახლეობას .
,,მე აქ სტუმარი არ ვარ, აქ მე ვარ მასპინძელი, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში მე ვარ ჩემს სახლში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ჩემს სახლში თქვენთან ერთად და შემიძლია თქვენთან ერთად ვიზეიმო ეს მშვენიერი დღესასწაული.
მინდა მოგილოცოთ ის, რომ თქვენ აგრძელებთ ტრადიციებს. ამის გარეშე ვერც ადამიანი და ვერც საზოგადოება ვერ იზრდება. ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და გავაგრძელოთ. ეს არის, ნამდვილად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი. ასევე, ამ ჩვენი იდენტობის მთავარი ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, ასევე ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველო არის ის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება, სადაც სხვადასხვა წარმოშობის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ ისე, რომ მათ შორის არანაირი კონფილიქტი არ არსებობს. მისივე თქმით, საქართველოში მცხოვრები ადამიანები, რომელ პარტიას,რელიგიას, ან ეთნიკურ წარმოშობასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ, ყველას საერთო მომავალი აქვს.
„რა პარტიას, რა რელიგიას, რა ეთნიკურ წარმოშობას უნდა ვეკუთვნოდეთ მხოლოდ ერთი მომავალი გვაქვს. ეს საერთო მომავალი ნაწილობრივ მაინც, დაფუძნებულია იმაზე, რომ ერთი ენა გვაკავშირებდეს. ძალიან ვწუხვარ, როცა აქ თქვენთან ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა, მინდა მეტი ურთიერთობა იყოს.
მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, - ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს.
მე შემიძლია აზერბაიჯანულად, რამდენიმე სიტყვა ვისწავლო და გითხრათ რომ „ნოვრუზ ბაირამ იზინ მუბარაკ" და კიდევ მეტს ვისწავლი, მაგრამ თქვენი, ახალგაზრდების მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ და ამავე დროს, თქვენ აგრძელდებდეთ თქვენს ტრადიციას, ინარჩუნებდეთ თქვენს ენას, თქვენს სიმღერებს, თქვენს ცეკვებს, - ეს ყველაფერი საქართველოს ის სიმდიდრეა, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნებს რაღაც პატარა ხინჯი, ეჭვიანობაც კი გააჩნიათ, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ამას ისე, როგორც ჩვენ ერთად ვახერხებთ.
ასე რომ, ეს თანაცხოვრება გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და სამომავლოდ ვიყოთ ის სამაგლითო ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს გააკვირვებს. გვაქვს ყველა ის უნარი, რომ გავაკვირვოთ მთელი მსოფლიო და ვაჩვენოთ, რა არის მაგალითი ძველი ტრადიციების, რა არის კავკასიის მაგალითი. ამით ჩვენ ვართ უნიკალურნი მსოფლიოში და დავრჩეთ უნიკალურნი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















