სესიაშვილს უთხრეს, ოეე გაჩერდიო და გაჩერდა - ზურაბ ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 13:26 | 19.03.2019 ნანახია: 906
არ მგონია, რომ მისი ოჯახის წევრებსაც სჯეროდეთ, რომ სესიაშვილს ვინმე რამეს ეკითხებოდეს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებზე შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გუნდის შიგნით ვიღაცებმა უთხრეს სესიაშვილს, რომ ოეე გაჩერდიო და გაჩერდა. ჯაფარიძე ამბობს, რომ სესიაშვილმა დაწერა რაღაც სულელური კანონპროექტი, რის გამოც მოხვდა ბევრი, მათ შორის, „გირჩის“ მხრიდანაც და ახლა უკან დაიხია.
„არ მჯერა, რომ სესიაშვილმა გაიაზრა რამხელა სისულელეს აკეთებდა. სავალდებულო სამხედრო სამსახური ამ ქვეყანაში გაუქმდება ნებისმიერ შემთხვევაში და მგონია, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე. ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და ფორმალურად გაუქმდეს ეს სამსახური ან მოხდება ისე, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ გააგრძელებს ფუნქციონირებას, დაიცავს ყველა ადამიანს, ვისაც არ უნდა ერთწლიანი მონობა, რაც ასევე ნიშნავს გაუქმებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის. ორივე შემთხვევაში ვიქნებით კმაყოფილი. ამ ორი ვერსიის ალტერნატიული ვერსია ამ ქვეყანაში ვერ დადგება, ამას არ დავუშვებთ. სესიაშვილის კომენტარი რომ ნახოთ, მას გააზრებული არ აქვს. ის არის ჩინოვნიკი, რომელსაც ახლა უჭირავს მაღალი თანამდებობა, ვითომ კურირებს თავდაცვასა და უშიშროებას ქვეყანაში, თუმცა არ მგონია, რომ მისი ოჯახის წევრებსაც სჯეროდეთ, რომ სესიაშვილს ვინმე რამეს ეკითხებოდეს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. რადგან ამ თამაშშია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ რადგან გაწვევას ახლა შეექმნა პრობლემა, მან რაღაცა უნდა გააკეთოს. დაწერა რაღაც სულელური კანონპროექტი. არ მგონია, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, სავარაუდოდ, გუნდის გუნდს რომ ეძახიან, იმ გუნდის შიგნით ვიღაცებმა უთხრეს, რომ ოეე გაჩერდიო და გაჩერდა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მეფე ჩარლზი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
- გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















