გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიას, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 15.03.2019
ნანახია: 1080

გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიას, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა საავტომობილო გზის შუამთის მონაკვეთზე მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე