ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 17:24 | 07.03.2019 ნანახია: 1154
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, ვილნიუსში პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.
სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ლიეტუვის გზა, რომლითაც ის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანდა სამაგალითოა.
,,მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტია ამ ჩვენს უძველეს, მეგობარ ქვეყანასთან, რომელმაც ჩვენთვის ძალიან გასაგები გზა გაიარა და რომელთანაც ძალიან ბევრი ისტორიული თარიღი გვაკავშირებს; პირველი დამოუკიდებლობაა, რომელიც აღვნიშნეთ შარშან. ქალბატონი პრეზიდენტი ჩამოსული იყო საქართველოში 26 მაისს და ყველას გვახსოვს, როგორ მიმართა მან საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე - ეს არის იმის ნიშანი და სიმბოლო, თუ რამდენად არსებობს ორ ქვეყანას შორის პატივისცემა და მეგობრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პატარა ქვეყანა ხარ. მართალია, ტერიტორიულად დაშორებული ვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, სწორედ, იმ წარსულის გაზიარების გამო და ასევე იმიტომ, რომ ახალ პერიოდში ჩვენ გვიწევს ერთი და იმავე გზის გავლა.
ამ გზაზე ჩვენ წინ მიდის ლიეტუვა, რომელიც ბევრად ადრე შევიდა ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ, ეს არის ჩვენი გზა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის სამაგალითო გზა, - ის გზა, რაც ქვეყანამ გაიარა. ჩემთვის პირადად, თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი, როგორც ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომელმაც ძალიან რთული ეტაპები გაიარა და საჭიროა, იცოდე ვისგან იღებ მაგალითს, როდესაც ამ გზას ადგები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















