რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი უსაფრთოხებისა და ცხოვრებისათვის - მაიკ პომპეო
საქართველო, თბილისი - 09:45 | 14.02.2019 ნანახია: 938
„დღეს ევროპის თავისუფლების შენარჩუნება ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობაა. რუსეთს ევროპაზე დომინირების და მსოფლიო არენაზე გავლენის განმტკიცების დიდი გეგმები აქვს. ვლადიმერ პუტინის მიზანია ნატოს ალიანსის გახლეჩა, შეერთებული შტატების დასუსტება და დასავლური დემოკრატიების განადგურება. რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მისი არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინულ გემებზე გასულ ნოემბერს შავ ზღვაში და ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომი წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი უსაფრთოხებისა და ცხოვრებისათვის,“ - გაბაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პოლონეთში ახლო აღმოსავლეთის სამიტის მიმდინარეობისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის „Peace and Security in the Middle East” -მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში, გახსნით ღონისძიებაზე ხანმოკლე შეხვედრა და საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მტკიცე პარტნიორისა და მოკავშირის როლი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა პოლონეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებაში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ.
მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებისა და იმ უკანონო ქმედებების შესახებ რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, როგორც როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
მაიკ პომპეომ გამოხატა მზაობა და მხარდაჭერა ქვეყნებს შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართ. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა გლობალურ საკითხებში, ამ მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ვენესუელასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციის გამო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა დადებითი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ინტენსიურ კომუნიკაციას, ამ კონტექსტში საუბარი შეეხო დაგეგმილ და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და შეხვედრებს.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















