პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 09:41 | 07.02.2019
ნანახია: 947

პოლონეთში ქურდობისთვის ქართველების სამკაციანი ჯგუფი დააკავეს. პოლონელი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქის მკვლელობას იძიებენ. 45 წლის მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან უცნობმა პირებმა დატოვეს და ადგილიდან მანქანით მიიმალნენ.

ქართველია ასევე სავარაუდო მკვლელიც. გავრცელებული ცნობით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, ეჭვმიტანილი დაღუპულს ღამით მიეპარა და ის მძინარე მოკლა. მომხდარის საქმის კურსშია პოლონეთში საქართველოს საკონსულო.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე