5 ჩანს, მაგრამ Iphone 5 არ ვიცი - ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე
საქართველო, თბილისი - 13:13 | 04.02.2019 ნანახია: 888
"ეს არის მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. 5 ჩანს, მარგამ Ipone 5 არა",- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე "კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში იმ მოდელის ტელეფონი ჩანს, რომელიც 2012 წლის ბოლოს შეიქმნა და ის წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა.
ეს ინფორმაცია "კვირის აქცენტებში" გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა. კობახიძე კი ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა და კადრებში ტელეფონის მარკის გარჩევა შეუძლებელია. მისი თქმით, იქ მხოლოდ ზოგადად "ხუთი" ჩანს.
რაც შეეხება ეკა ბესელიას მთავარ მოთხოვნას, დაისაჯონ არამხოლოდ კადრების გამავრცელებელი, არამედ მთავარი პირი - პირველწყარო, კობახიძე ამბობს, რომ გუნდის ამბოხებულ წევრს ამაში ეთანხმება. კობახიძე ფიქრობს, რომ გამოძიებაში პროგრესი არსებობს, რადგან გამავრცელებლები უკვე დადგენილები არიან, ახლა მხოლოდ მთავარი წყაროს დადგენა დარჩა, რაზეც გამოძიება მუშაობს.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, მას ყოველდღიური კავშირი აქვს სამართალდამცავი უწყებებთან, რათა საქმეზე დადგინდეს ყველა დეტალი.
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მთავარია პირველწყარო. ვინ იყო მთავარი წყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია უნდა გამოვლინდეს. გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი, თუმცა რაც შეეხება წყაროს, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცველ უწყებებთან, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე.
რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ მიდიოდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება, ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები,“-ამბობს კობახიძე.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















