ევროპის სახალხო პარტიას მინდა ვთხოვო, მიაქციოს ყურადღება, როგორ მოექცა მისი პარტნიორი პარტია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს საქართველოში - ჩუგოშვილი
საქართველო, თბილისი - 11:56 | 22.01.2019 ნანახია: 981
„საარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით“, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.
ასამბლეაში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, ასამბლეის წევრებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა.
თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენილ რეკომენდაციებს ქართული მხარე ყურადღებით ეცნობა და ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ისაუბრა.
„ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ქვეყანამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია, რადგან საქართველო ასრულებს გარდაქმნას სრულად საპარლამენტო დემოკრატიად ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომლებიც, როგორც ვენეციის კომისიამ განცხადა, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო მმართველობის სისტემად და წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაყრდნობით”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩატარებული არჩევნები იყო გამორჩეული, რადგან საქართველომ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია, რაც უპრეცედენტოა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელს რეგიონში.
„პირველი ქალი პრეზიდენტი არჩეულ იქნა უკიდურესად კონკურენტუნარიან პოლიტიკურ რბოლაში, პირველად, ჩემი ქვეყნის ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა 60 %-იანი მხარდაჭერით”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება დამკვირვებელთა მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე გაამახვილა.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ანგარიშის თანახმად, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ადმინისტრირებული.
„კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება კამპანია თავისუფლად ჩაეტარებინათ და ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანი შეზღუდვების გარეშე გაეკეთებინათ, კამპანია იყო ცოცხალი და დინამიური. საარჩევნო კომისიის საქმიანობა იყო გამჭვირვალე, მედია გარემო იყო მრავალფეროვანი და მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა თვალსაზრისზე”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, იყო სამწუხარო დინამიკაც.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანია სავსე იყო პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ სიძულვილით და შეურაცხყოფის ყველაზე ცუდი ფორმები ქალი კანდიდატის მიმართ ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორმა პარტიამ გამოიყენა.
„არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, პროცესში ვისწავლეთ გაკვეთილებიც და გარკვეულ სამწუხარო დინამიკასაც დავაკვირდით. სამწუხაროდ, ეს კამპანია იყო სიძულვილით იყო სავსე. ის სავსე იყო ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით. ამ კვირას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო კამპანია შევიწროების წინააღმდეგ. ჩვენ ვუყურეთ ვიდეოს, თუ რა ტანჯვას გადიან ქალები პოლიტიკაში. შევიწროების ყველაზე ცუდი ფორმები იქნა გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პარტნიორი პარტია მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგებს EPP-დან - გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტია ქალ კანდიდატს, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტიის კუთვნილი მედია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს საქართველოში. სიძულვილის ენის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დონე იყო წარმოუდგენელი”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.
თამარ ჩუგოშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის სახალხო პარტიის წევრებს, დაგმონ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით აღსავსე კამპანია.
„მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამ ტკივილის სიძლიერედ გარდაქმნას და გზას გაუხსნის სხვა ქალებსაც პოლიტიკაში. მაგრამ, ვთხოვ წევრებს, განსაკუთრებით, სახალხო პარტიის წევრებს, რომ დაგმონ ეს წარმოუდგენელი შევიწროება და შეურაცხყოფა ჩემი ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ თქვენი პარტნიორი პარტიის წევრების მხრიდან”, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სიძულვილსა და შეურაცხყოფას სათანადო პასუხი გასცეს საქართველოს მოქალაქეებმა.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ამომრჩეველთა ხმების 60 % იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით სავსე კამპანიის წინააღმდეგ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















