მე თუ მაქვს ვალი დოლარში, ჩემი ვალი ამ ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა - ენძელა მაჭავარიანი
საქართველო, თბილისი - 14:38 | 25.12.2018 ნანახია: 907
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ენძელა მაჭავარიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლით უკმაყოფილოა.
ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ მინისტრისგან ვერ მოისმინა პოლიტიკური გეგმა თუ რა იგეგმება ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად.
„თქვენი განცხადებები, რომელმაც ეთერში გაიჟღერა და აღშფოთება გამოიწვია ხალხში, რომ თითქოს ჩვენ კარგად ვცხოვრობთ და რაღაცები უმჯობესდება და ეს ჩვენ ცხოვრებაზე ვერ აისახება, შესაძლოა, ეს ერთეულების ცხოვრებაზე აისახებოდეს, მაგრამ ადამიანების ინტერესები, ვინც სიღარიბის მიღმაა, უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს ეკონომიკაში. მე იმედი მომეცა, როდესაც თქვენ ახსენეთ ინდუსტრიალიზაცია, რომ რაღაც განვითარდებოდა ქვეყანაში. რამდენი ტურისტიც არ უნდა შემოვიდეს, ეს ვერ შექმნის კომფორტს და ვერ გაზრდის ეკონომიკას, თუ ჩვენ არ გვექნება ინდუსტრია. ხელისუფლებაში მოსვლისას ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია ისეთი, რომელიც ისეთ ექსპორტს ქმნიდეს, როგორიც ფეროშენადნობია. ეს ქარხანა, რომელიც მე ძალიან არ მომწონს, რადგან გარემოს ძალიან აბინძურებს, არის ერთ-ერთი საარსებო საშუალება. ასევე არის ის ელექტროსადგურები, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ და ხალხი არ ემხრობა", განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
"აქ წერია გავზარდოთ კეთილდღეობა, მაგრამ როგორ უნდა გააკეთოთ ეს?", ეკითხება დეპუტატი მინისტრს.
ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ "ეს ჩვენც ვიცით და თქვენს ხედვაშიც წერია, მაგრამ ეს როგორ უნდა შექმნას ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თქვენი მეთაურობით, ეს ხედვა ვერ დავინახე".
"ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც დასაქმება არ უნდათ. რაღაცით ხომ უნდა იყოს ეს სამსახურები საინტერესო? მე თუ მაქვს ვალი დოლარში, ჩემი ვალი ამ ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა და ეს განაპირობებს იმას, რომ მე უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, ვიდრე მანამდე ვცხოვრობდი და ასეთი საკითხები როგორი იქნება მოგვარებული? ასევე, სოციალურ მიმართულებებზე ვხარჯავთ ძალიან დიდ თანხებს, მაგრამ შედეგი არ არის ისეთი როგორიც უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















