ხვალ წყდება საკითხი, თქვენი ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ ბოლომდე ჯიბეში იდებს ოლიგარქი და მისი პატრონი რუსეთი - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:58 | 27.11.2018 ნანახია: 949
ხვალ წყდება საკითხი, თქვენი ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ ბოლომდე ჯიბეში იდებს ოლიგარქი და მისი პატრონი რუსეთი. ხვალ არის ერთი მხრივ ხალხის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ივანიშვილის და რუსეთი და საქართველოს მტრების კანდიდატი, ეს მოღალატე ქალი, - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქში გაავრცელა.
"მოდით ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და მოვლის გარშემო" - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.
„მაგრამ მე მინდა ერთ რამ იცოდეთ, საარჩვენო უბანში თქვენ რჩებით ერთი ერთზე საარჩევნო ყუთთან და საკუთარ სინდისთან და საკუთარ პასუხისმგებლობასთან საქართველოს ისტორიის და საქართველოს შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე და იქ უკვე თქვენ უნდა დადგეთ საქართველოს მხარეს.
სპეციალურად არჩევნები დანიშნეს სამუშაო დღეს, რომ ხალხი ვერ ჩავიდეს რეგიონებში თუ თქვენ მიდიხართ რეგიონებში და მანქანაში, მარშუტკაში გაქვთ თავისუფალი ადგილი, გთხოვთ, წაიყოლეთ ის ხალხი ვისაც საშუალება არ აქვს და მათაც მიაცემინეთ ხმა თავის ქვეყნის გადასარჩენად.
ხვალ წყდება საკითხი, თქვენი ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ ბოლომდე ჯიბეში იდებს ოლიგარქი და მისი პატრონი რუსეთი. ხვალ არის ერთი მხრივ ხალხის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ივანიშვილის და რუსეთი და საქართველოს მტრების კანდიდატი, ეს მოღალატე ქალი. აი, ეს არის არჩევანი და მოდით გვერდით დავდოთ ყველანაირი ჩვენი განსხვავებები და წინააღმდეგობები.
მოდით ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და მოვლის გარშემო. მე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში.
ჩვენ გველოდება ძალიან დიდი გამარჯვება წინ ხვალ და ძალიან დიდი გამარჯვებები საქართველოს და მისი მომავლის საკეთილდღეოდ. ჩვენ ისევ სწრაფად წავიყვანთ, თქვენ ისევ სწრაფად წაიყვანთ, თქვენს ქვეყანას წინ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მთავარი შემოქმედი, ქართველი ხალხი“, - ამბობს სააკაშვილი და მოსახლეობას ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში აუცილებად გაზრდიან პენსიას და შეუმსუბუქებს საბანკო ტვირთს, - ამბობს სააკაშვილი.
„ჩვენ დავაბრუნებთ წასულ ქართველებს და შევქმნით პირობებს რომ ჩვენი ახალგაზრდობა რჩებოდეს საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ ქვეყანაში არსებობდეს ღირსეულად. ჩვენ აუცილებლად ავწევთ პენსიას, როგორც დაგპირდით, ჩვენ აუცილებლად შეგიმსუბუქებთ საბანკო ტვირთს, როგორც დაგპირდით და არასოდეს არ მოგვიტყუებიხართ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ახლაა დამოკიდებული თქვენზე. ჩვენ გამარჯვებიდან გვაშორებს სულ რამდენიმე საათი, მაგრამ ახლა ყველანი უნდა აღმოვჩნდეთ მოწოდების სიმაღლეზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი ღირსების. საქართველოს სჭირდება ცვლილება, ცვლილების გარეშე ის დაიღუპება. საქართველო არის დაღუპვის პირას, და მხოლოდ ხვალინდელი გამარჯვება და ცვლილება რომელიც მოყვება ამ გამარჯვებას, გადაარჩენს მას და გაიყვანს სამშვიდობოზე“, - ამბობს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















