მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიასა და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 09:52 | 21.11.2018 ნანახია: 1028
მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიასა და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს. მე მყავს ბევრი ყოფილი მინისტრი, მაგალითად კობა სუბელიანი, რომელიც ახლა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობს, მეორე ნამგალაური ტრაილერის მძღოლია, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
„დიახ მე ვსაუბრობ, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც იყო პრეზიდენტი თითქმის ცხრა წელი და არაფერი არ გამაჩნია. ამიტომ მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ვინ რა წაიღო, ვინ რა წამოიღო. მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიასა და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს. მე მყავს ბევრი ყოფილი მინისტრი, მაგალითად კობა სუბელიანი, რომელიც ახლა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობს, მეორე ნამგალაური ტრაილერის მძღოლია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე იწვნია.
„გაერთიანებული ოპოზიცია სთავაზობს და გააკეთებს ამას, რომ საგადასახადო დავალიანებების საპატიმრო საერთოდ აღარ იყოს საქართველოში, ვეღარავინ ვერავინ დააშანტაჟოს პატიმრობის სახით. ეს ყველა საქმე უნდა წავიდეთ სასამართლოში. თუკი ვინმემ საკუთარ თავზე იწვნია უსამართლო სასამართლო, ვარ მე, რადგან ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, მისი ქონება დაყადაღებული იყო. დედაჩემის სახლია დაყადაღებული, ჩემი ერთადერთი ქონება ყვარელში რაც არის, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მომისაჯეს რაღაც სასჯელები. რა თქმა უნდა, თუ კი ვინმეს ესმის, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა, ვარ მე. ესენი აუცილებლად გამოიცვლებიან, რამდენიც არ უნდა ჩამოეკიდონ ხელისუფლებას, მაგრამ რამდენიმე წელიწადში იმ ხელისუფლებასაც გადაირჩევენ, რომელიც ახლა მოვა და, რომელსაც მხარს ვუჭერ. ამიტომ არანაირი სურვილი აღარ მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ვიღაცამ დაიწყოს დევნა.
ივანიშვილისთვის კი არა, ამას ჩემი და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით გავაკეთებ. მე ვნახე, რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო, ემიგრანტობის სიმწარე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ სიტუაცია, როდესაც საქართველოში იქნება დამოუკიდებელი მოსამართლე, რომელიც ვერც ერთი ხელისუფლების კაპრიზზე ვერავის ჩასვამს, ვერავის მიაშანტაჟებს, მიატერორებს და ვერც სარდაფში ვერ შეიყვანს თუ ჩაიყვანს, ამაზე პასუხს აგებს და ა.შ.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















