ძმები ვისოლებისთვის ოკუპაცია მნიშვნელოვანი არ არის - ნიკა გვარამია
საქართველო, თბილისი - 11:14 | 19.11.2018 ნანახია: 995
არ ჩაასხათ „ვისოლის“ ბენზინი, ძმები ვისოლებისთვის ოკუპაცია მნიშვნელოვანი არ არის, სამაგიეროდ მნიშვნელოვანია ეს სირცხვილი - განაცხადა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისში ბილბორდებზე განთავსებულ ახალ ბანერებზე "არა ნაცებს, არა ბოროტებას" - საუბრისას. ბანერზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის ქარდავას, ვანო მერაბიშვილისა და ნიკა გვარამიას ფოტოებია გამოსახული.
გადაცემის დროს უცნობი იყო ბანერების დამკვეთი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბანერების დამკვეთი წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.
„უნდა მივმართთო კომპანია აუტდორს - თქვენ ხართ ეს? ძმებ ვისოლებს [სოსო და ლევან ფხაკაძეები ], რომლებიც კომპანია აუთდორს ფლობენ, ეგეც საინტერესოა, როგორ და რანაირად და რა პირობებით. „არა ოკუპაციის“ ბანერებს უთხარი უარი აუტდორმა. გასაგებია, მათთვის ოკუპაცია მნიშვნელოვანი არ არის, სამაგიეროდ, მნიშვნელოვანია, ეს სირცხვილი. ნუ ვიყიდით „ვისოლის“ საწვავს. არ ჩაასხათ „ვისოლის“ ბენზინი, მიგიწოდებთ პირდაპირ აქედან. „არა ოკუპაციის“ შემდეგაც უნდა მომეწოდებინა, მაგრამ გამომრჩა და ამ ყველაფრის მერე, ნამდვილად იმსახურებენ რომ მათი ბეზინი დარჩეს ამოუყიდავი, რასაც აქტიურად ვუსურვებ. გაგრძელება მოჰყვება ამ სურვილს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზატორებმა კომპანია OUtdooR–ისგან მიიღეს უარი ბანერების განთავსებაზე, რომელზეც იქნებოდა წარწერა: „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. ორგანიზატორების ინფორმაციით, OUtdooR–ი ბანერის შინაარსის შეცვლას ითხოვდა. საზოგადოებამ კომპანია „აუთდორის“ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ღალატად შეაფასა.
კომპანია აუთდორ.ჯი 2008 წელს დაარსდა და ის კომპანიებს გარე სარეკლამო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. საჯარო რეესტრის 05.12.2017-ში მომზადებული ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 70 პროცენტს ვირჯინიის კუძნულებზე რეგისტირებული სააქციო საზოგადოება ედპროჯექტს ინკ-ი ფლობს, 20 პროცენტს - შპს სამკუთხედი, 10-ს კი - შპს ჯეო ტეკი. კომპანიის დირექტორი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზურაბ პერტაიაა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















