კოაბიტაციის იდეა ბერძენიშვილებმა, ხიდაშელმა შექმნეს და „ქართულ ოცნებას“ თავს მოახვიეს - ირმა ინაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:14 | 09.11.2018 ნანახია: 1020
კოაბიტაცია ქართული აზროვნების პროდუქტი იყო, ეს იდეა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ბერძენიშვილებმა, ხიდაშელმა შექმნეს, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ თავს მოახვიეს და რქებით გაიტანეს, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.
„მერე გვეუბნებოდნენ, კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთააო. 2012 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ოპონენტის გადარჩენა სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით მოხდა. 2012-2013 წლებში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური გაბედულება არ ეყო, რადგან ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ კისერზე ეს წურბელები – „რესპუბლიკური პარტია“, ბერძენიშვილები, ხიდაშელებიდა ა.შ. ასხდნენ. ისინი ივანიშვილს არწმუნებდნენ, დასავლეთში გავლენა გვაქვს, თანამოაზრეები გვყავს და ნაცმოძრაობა ახლა რომ არ გადავარჩინოთ, ქვეყანა თავზე დაგვემხობაო. ალბათ, გახსოვთ, უსუფაშვილი რომ ლაპარაკობდა, ნაცმოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის მიზანიაო“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, მითი და პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 600 000 მხარდამჭერი ჰყავს.
„ბოლო წლებში მანიპულაციის სრულიად ახალი სისტემა დაინერგა, რაც 2016 წელსაც მოხდა. ეს სომხური კარუსელი აღარ არის და არჩევნების გაყალბება რაღაც სხვა სისტემით ხდება. ეს სისტემა რებუსია ძალიან ბევრი საარჩევნო სპეციალისტისთვის, რომლებიც თავის დროზე, არჩევნებსაც აყალბებდნენ და ისინიც კი ვერ ხსნიან, რა სისტემასთან გვაქვს საქმე. ეს ასეა, მაგრამ ცოტა დროა საჭირო და ამ ფორმულასაც გახსნიან“, – განაცხადა ინაშვილმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















