ეს დღეები მძიმე იყო არამარტო პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, არამედ მძიმე იყო მთელი ერისთვის - ილია მეორე
საქართველო, თბილისი - 16:10 | 28.10.2018 ნანახია: 903
დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, მთელი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს, და სსაჭიროა იმის ცოდნა, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს.
უწმინდესი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. ილია მეორემ მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.
„დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, მთელი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.
მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ”, რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობდნენ: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვადძმისა ჩემისათა“.
უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი თვისი. უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასისა. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე - განაცხადა პატრიარქმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















