იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტს სასამართლო რეფორმის კანონპროექტი წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 19:43 | 24.09.2015 ნანახია: 2529
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა. ცვლილებები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის უფრო მყარ გარანტიებს ითვალისწინებს.
თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალმა მთავრობამ რეფორმების რამდენიმე ტალღა განახორციელა.
„პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგით, იყო იუსტიციის საბჭოს დეპოლიტიზაცია, რითაც უზრუნველვყავით ის, რომ პოლიტიკა აღარ არის ჩართული ამ ორგანოს საქმიანობაში და დავიწყეთ. პირველი ნაბიჯი გადავდგით იმ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მიზნისკენ, რასაც ჰქვია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა; ისეთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა, რომელიც რომელიმე პირზე და პირებზე კი არ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ არსებობს სისტემა, რომელიც ვერ იქნება შეცვლილი რომელიმე სხვა მთავრობის მიერ, რადგან სისტემა არის აწყობილი, ფუნქციონირებს, არის ნეიტრალური და დამოუკიდებელი პოლიტიკისგან. ეს არის მთავრობის მიზანი, რომ გააძლიეროს ინსტიტუტები და ისეთი ინსტიტუტები დატოვოს, რომ წავა ხელისუფლებიდან, რომელთაც ვერ გადააკეთებს რომელიმე დროს შემთხვევით ხელისუფლებაში მოხვედრილი ცუდი მთავრობა, თუკი ასეთი კიდევ ოდესმე მოხდა ჩვენი ისტორიის მანძილზე, როგორც ეს მოხდა 2003 წელს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა ხედვები იყო უმრავლესობაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ერთი ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ ე. წ. გირგვლიანის მოსამართლეები, მიშას მოსამართლეები, კუბლაშვილის მოსამართლეები სამაგალითოდ დაგვესაჯა, გაგვეშვა შინ ან ჩაგვესვა ციხეში; მეორე ნაწილი მხარს უჭერდა უფრო მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას, პოლიტიკას გარდაქმნის, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმირების და მოსამართლეებისათვის კარგი კანონების მიცემის იმისთვის, რომ ჩვენ არ გაგვემეორებინა ის, რაც გააკეთა თავის დროზე იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილმა, როდესაც ეგონა, რომ სასამართლოს რეფორმას ატარებს და რეფორმა დაარქვა ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს პოლიტიკა შემდეგ გაგრძელდა და ამ ბრძოლაში მოყვა არაერთი მოსამართლე, რომელიც არ უნდა მოყოლილიყო ბრძოლაში“, და დასძინა, რომ უსამართლო ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითი უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, „რომელსაც, გვახსოვს, ეს ვითომრეფორმატორები როგორ მოექცნენ“.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, „ჩვენ ავირჩიეთ სწორი გზა. რეფორმის სწორი გზა არის კანონებით რეფორმა, ერთი მხრივ, და უფლებამოსილებების განუახლებლობა იმ მოსამართლეებისთვის, რომლებმაც თავი ვერ წარმოაჩინეს წარსულში თავისუფალ მოსამართლეებად“.
მინისტრის თქმით, სასამართლო რეფორმა არ არის რთულ, განყენებულ სამართლებრივ ნორმებზე მსჯელობა. ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ადამიანს ეხება: „მე მინდა, აი, ამ შესავლის სახით ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც გვისმენს არა მარტო თბილისში, არამედ სოფლადაც, ვუთხრათ, რომ ჩვენ რაღაც რთულ სამართლებრივ ნორმებზე კი არ ვმსჯელობთ. არამედ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ავაწყოთ სასამართლო“.
თეა წულუკიანმა ისაუბრა მართლმსაჯულების პირველ, მეორე და მესამე ტალღაზე. „პირველი ტალღა იყო დეპოლიტიზაცია; მეორე ტალღა იყო შეფასების კრიტერიუმების შემოტანა კანონით. ამაზეც ბევრმა გაგვაკრიტიკა ქვეყნის გარეთ, მაგრამ მთავარია, რას ვფიქრობთ ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით ჩვენ ვფიქრობთ, რომ, დიახ, მოსამართლე, სანამ სამუდამოდ დაინიშნება, სამი წლის განმავლობაში უნდა შეფასდეს, შეფასდეს არა გარეშე პირის მიერ, არამედ მიუკერძოებელი და დეპოლიტიზებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ; მესამე ტალღა იყო რევოლუციური პროექტი და კიდევ ერთხელ მრავალი მადლობა პარლამენტს, რომ მხარი დამიჭირეთ, შემოვიღეთ ჩვენ ჩვენი ბავშვებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და აღარცერთი მთავრობის ხელში აღარ იქნება შესაძლებელი − იმიტომ, რომ ეს კოდექსი და ინსტიტუტი არსებობს − რომ რომელიმე ბავშვი − იმიტომ, რომ მურაბა მოიპარა, მრავალი წლით ჩაჯდეს ციხეში“, − განაცხადა მან და დასძინა, რომ რეფორმის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ის კანონპროექტია, რომელიც დღეს წარადგინა ადამიანის უფლებათა კომიტეტში.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















