ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პრემიერი გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 15:12 | 28.09.2018 ნანახია: 1116
გაერო-ში მიმუშავია და კარგად ვიცი, როგორ მოქმედებს მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო თანამეგობრობაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პრემიერი გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა.
„მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლამ ძალიან გამახარა, მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა. მე მიმუშავია გაერო-ში და კარგად ვიცი, როგორ მოქმედებს მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო თანამეგობრობაზე.
პირველად გატანილ იქნა არამხოლოდ ქართული ენა, არამედ ხაზი გაესვა, რა მნიშვნელობა აქვს და საიდან მოდის ქართული ენა.
ჩვენ მალე ფრანკფურტშიც გვექნება ჩვენი ენის, ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა, რაც არის ძალიან დიდი ნაბიჯი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ოკუპაციაზეასაუბარი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ
„თავად ვთქვი, რომ ჯარებს, რომლებიც ერთხელ მე გავიყვანე, სააკაშვილმა და სხვებმა ვერ და არ გაუწიეს წინააღმდეგობა. შედეგი არის ის, რომ ისევ შემოიყვანეს, მაგრამ ამ ჯარებს ისევ უკან გავიყვანთ. სამხედრო ბაზები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს და, რომლებიც ამ პერიოდში გაძლიერდა, არის შედეგი, რაც მივიღეთ. ეს იქნება ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სადაც მე გამოვიყენებ დიპლომატიურ გამოცდილებას, რომელიც არ მაქვს მიღებული „მიდ“-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















