უნდა შენარჩუნდეს ვაკის პარკის ისტორიული იერ-სახე, რადგან პარკს ძეგლის სტატუსი აქვს - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 14:10 | 26.09.2018 ნანახია: 1088
ვაკის პარკის რეაბილიტაციის კონკურსის პროცედურა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის დაცვით მიმდინარეობს და ყველაფერი საჯაროა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკის რეაბილიტაციის კონკურსის გამოცხადებას მოჰყვა ძალიან ბევრი კითხვა, საუბარი იყო იმაზე, რომ კონკურსი მორგებულია რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე.
„მინდა, ყველა ადამიანს ვუთხრა, ვინც ეჭვი შეიტანა გამოცხადებულ კონკურსში, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის დაცვით მიმდინარეობს პროცედურა და ყველაფერი არის საჯარო. საუბარი იყო, რომ თითქოს სამი თვე არ არის საკმარისი დრო, რომელშიც შესაძლებელია პროექტის განხორციელება, რაშიც ვერ დაგეთანხმებით. თუ რომელიმე კომპანიას ამის უნარები და შესაძლებლობები არ აქვს, ეს მათი პრობლემაა. როდესაც ფასთა კვლევა გაკეთდა, 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გამოაცხადა დასტური, ინტერესი, რომ სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია ამ პარკის რეაბილიტაცია. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ამ პროექტთან დაკავშირებით იყო ირაკლი ჟვანია. როგორც ვიცი, ის გუშინ იყო მოსული, შეხვედრა ჰქონდა მაია ბითაძესთან და შემდეგ განმარტებაც კი გააკეთა სოციალური ქსელით, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, დედაქალაქის მერია არასდროს გადადგამს ქალაქისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტს შეაფასებს სპეციალური კომისია. ამასთან, გენერალური გეგმის მიხედვით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი არ უნდა გულისხმობდეს მნიშვნელოვან ცვლილებებს.
„არასდროს მივიღებთ გადაწყვეტილებას და არასდროს გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც ქალაქისთვის დამაზიანებელი იქნება. გარდა ამისა, პროექტი როცა მომზადდება, არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელშიც არიან ღვაწლმოსილი ადამიანები, ექსპერტები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით და მათი აზრი საინტერესოა. პარკს აქვს თავისი გენერალური გეგმა და პროექტი არ უნდა გულისხმობდეს მნიშვნელოვან ცვლილებებს, უნდა შენარჩუნდეს პარკის ისტორიული იერ-სახე, რადგან ვაკის პარკს ძეგლის სტატუსი აქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის თქმით, კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება, რაც ოპონენტების მხრიდან გამოითქვა, კონკურსის პირობას ეხება, რომლის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
„ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად გვჭირდება კომპანიები, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. ამიტომ, გასაოცარია ფაქტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება. აბსოლუტურად ყველა პროექტს და რეფორმას, რომელსაც ახორციელებს დედაქალაქის მერია, ყველაფერზე ნეგატივი… მესმის, შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისი, ქალაქის სიყვარული და ვფიქრობ, პირიქით, გახარებული უნდა იყვნენ თბილისელები პროექტებით, რომელიც ქალაქში ხორციელდება. გამოჰყავთ ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ, ჩვეულებრივი უქნარა ადამიანები და საუბრობენ ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ერთადერთი, რითიც დაამახსოვრეს ხალხს თავი, წითელ ბაღში დარგეს ოთხი ძირი ხე და ისიც გახმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოწესრიგდება, როგორც ვაკის, ასევე სხვა პარკები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებენ.
„გარწმუნებთ, მომდევნო წელს ვაკის პარკი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















