მამუკა ბახტაძე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს
საქართველო, თბილისი - 15:33 | 07.09.2018 ნანახია: 858
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს. როგორც ბახტაძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, ომამდე ცხინვალის რეგიონში 120 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ეს რიცხვი 20 000-ს შეადგენს, ხოლო აფხაზეთში 500 000-იანი მოსახლეობა 120 000-მდე შემცირდა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკივნეული გამოწვევები. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებულია. იმას, რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ვერანაირ სხვა სახელს ვერ დავარქმევთ თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას. ცხინვალის რეგიონში ომამდე იყო 120 000-მდე ადამიანი, დღეს, სამწუხაროდ, ამ რეგიონში არ არის დარჩენილი 20 000 ადამიანზე მეტი, აქედან 7 000-ს შეადგენენ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეები. ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა. აფხაზეთშიც, სამწუხაროდ, იგივე სიტუაცია გვაქვს. ომის პერიოდამდე მოსახლეობა შეადგენდა 500 000-ზე მეტს, დღეს კი ამ ტერიტორიაზე 120 000 ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა და განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობის რეალიზაციას ჩვენს საერთო სამშობლოში. თუმცა, ბუნებრივია, ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება და ჩვენ ვიცით, თქვენ მტკიცედ დგახართ ქართული დემოკრატიის გვერდით“, - მიმართა კონფერენციის მონაწილეებს ბახტაძემ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















