საქართველოს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის სრული მხარდაჭერა აქვს- დავით ზალკალიანი
საქართველო, თბილისი - 10:40 | 25.07.2018 ნანახია: 917
დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს აქვს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. ამას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და მათი კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას, რეგიონში არსებულ გამოწვვებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. მინისტრმა სენატის კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა ბობ კორკერს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ.
დავით ზალკალიანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პროგრამის თაობაზე, რომელთა შორის ერთ--ერთი პრიორიტეტი სწორედ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვან ინტეგრტაციას წარმოადგენს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს საქართველოს აქტიური ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებებითა თუ ინიციატივებით აღინიშნა. „ბობ კორკერთან, ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე რომელიც საქართველოს აქვს აშშ სენატის მხრიდან, რაც გამოიხატება კონსოლიდირებულ აქტში არსებული მკაფიო ჩანაწერებით, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არსებული მკაფიო ჩანაწერებით, ასევე რეზოლუციებსა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებაში. სენატორმა ჩემგან მოისმინა ამომწურავი ინფრმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იმ უკანონო ქმედებებთან მიმართებაში, რაც ადგილზე ხდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი მხრიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხრიდან ადრეც გვქონდა და მომავალშიც გვექნება მტკიცე მხარადჭერა“-განაცახდა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების საკითხზე მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაში. მინისტერიალს 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაღალი რანგის დელეგაცია ესწრება. როგორც მინიტრმა აღნიშნა „საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით რელიგიის თავისუფლების კუთხით, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს მდგომარეობა პოზიტიურად არის წარმოჩენილი, განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე ოკუპირებულ რეგიონებში და ბუნებივია ჩვენი მხრიდან ამაზე აქცენტი გაკეთდება”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში და ექსპერტულ წრეებთან.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















