ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს თქვენს უგუნურობას - ტრამპი ირანის პრეზიდენტს ურჩევს აშშ-ის ნუ ემუქრება
საქართველო, თბილისი - 11:16 | 23.07.2018 ნანახია: 894
ირანის ლიდერის ჰასან როუჰანის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამერიკის ლიდერს ურჩევს, თეირანთან დამოკიდებულებაში ცეცხლს ნუ ეთამაშება, დონალდ ტრამპის მძაფრი რეაქცია მოყვა.
„ირანის პრეზიდენტს როუჰანის მივმართავ: არასდროს დაემუქროთ აშშ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმკით შედეგებს, რომლებიც ისტორიაში არავის გამოუცდია. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს თქვენს უგუნურობას, ძალადობას და სიკვდილს. იყავით ფრთხილად!“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.
გუშინ ირანელ დიპლომატთან შეხვედრისას თეირანში, ირანის პრეზიდენტმა როუჰანმა ტრამპი გააფრთხილა, რომ მისმა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შესაძლოა საქმე ომამდე მიიყვანოს.
„ღმერთო ჩემო, ტრამპ, ნუ ეთამაშებით ლომის კუდს, ამი გამო შესაძლოა, ინანოთ. ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ირანთან - ყველასთვის მშვიდობას ნიშნავს, ომი ირანთან კი ყველასთან ომია“, - განაცხადა როუჰანმა.
„თქვენ არ გაქვთ უფლებომისილება განსაჯოთ ირანელი ხალხი, იმოქმედოთ ირანის უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი თეირანზე მკაცრ ზეწოლას გააგრძელებს და ამისთვის სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდა. „ჩვენ გავაგრძელებთ ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას, პირველ რიგში საბანკო და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ სანქციების აღდგენით“, - აღნიშნა პომპეომ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















