თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, ასეთ თავმჯდომარეს რომ ვითმენთ - დავით ჭიჭინაძე
საქართველო, თბილისი - 13:42 | 18.07.2018 ნანახია: 1156
„თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, ასეთ თავმჯდომარეს რომ ვითმენთ,“ - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, დღეს პარლამენტში, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჭიჭინაძე პრესკონფერენციით პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ჭიჭინაძის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს.
ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ის „ახალი კონსტიტუციის ავტორობას უბრალოდ იჩემებდა“.
"თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ. აქამდე ვიცოდი, რომ ის იყო კონსტიტუციის ავტორი, ამას იჩემებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, თურმე მთავრობა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მიწის არ გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივები იყო, საბანკო ჩანაწერების გასწორებასთან დაკავშირებით - ჩემი და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის. გამოდის, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. ჩემთვის გაუგებარია, თუ ამ კონსტიტუციას კვირიკაშვილის კონსტიტუცია ჰქვია და ერთ ადამიანზეა მორგებული, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუცია არასწორად მიგვიღია," - განაცხადა ჭიჭინაძემ.
რაც შეეხება მის მიერ კობახიძის გადადგომის საკითხის გაჟღერებას, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ კობახიძის მეთაურობით პარლამენტს დაბალი რეიტინგი აქვს.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















