რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არა პირიქით, რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი - ლუკ კოფი
საქართველო, თბილისი - 13:38 | 18.07.2018 ნანახია: 817
დღეს, რუსული ჯარი ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას, რაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და არა პირიქით. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი, - ამის შესახებ „Heritage Foundation"-ის მკვლევარმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომელიც მოხსენებით წარსდგა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში ა.წ. 17 ივლისს გამართულ მოსმენაზე, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა".
ლუკ კოფიმ საკუთარ გამოსვლაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამუდმებული დარღვევების შესახებ.
მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში.
"საქართველო ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ მოკავშირეებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას ასევე დიდ მნიშვნელობას სძენს აშშ-ს გეოპოლიკიტური მიზნებისთვის ევრაზიის რეგიონში. იგი მდებარეობს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკის სფეროებში. "
ლუკ კოფის თანახმად საქართველომ განვლო წარმატებული გზა დემოკრატიისკენ და ამ კუთხით იგი რეგიონში სამაგალითოა.
მისი განცხადებით, საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა აშშ-ის ინტერესშიც შედის: "საქართველო ევროპაში წარმოადგენს იდეას, რომლის მიხედვითაც ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება განსაზღვროს მისი გზა და გადაწყვიტოს ვისთან სურს ურთიერთობა. საქართველომ მრავალმხრივ დაამტკიცა აშშ-სა და ნატო-სადმი სწრაფვის სურვილი, და ახლა არ არის დრო აშშ-ის მიერ ზურგის შექცევის".
2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















